ახალი ამბები

არჩილ თალაკვაძის ინფორმაციით, პრემიერ-მინისტრად ბიძინა ივანიშვილი არ განიხილება

14 ივნისი, 2018 • 2203
არჩილ თალაკვაძის ინფორმაციით, პრემიერ-მინისტრად ბიძინა ივანიშვილი არ განიხილება

“ქართული ოცნების” დეპუტატმა, უმრავლესობის კონსულტაციების დაწყებამდე, რომლის ფარგლებშიც მმართველმა გუნდმა პრემიერ-მინისტრობის კანდიდატი უნდა დაასახელოს, განაცხადა, რომ ბიძინა ივანიშვილის კანდიდატურა ამ პოსტზე არ განიხილება:

“ეს იყო პრეზიდენტ მარგველაშვილის ვარაუდი და ამ შემთხვევაშიც მისი პოლიტიკური პროგნოზი არის მცდარი. ბატონი ბიძინა ივანიშვილი არის პარტიის თავმჯდომარე, შესაბამისად, ის ასრულებს ამ ფუნქციას და ამ სტატუსით მონაწილეობს [პრემიერ-მინისტრის შერჩევაში]” – უთხრა თალაკვაძემ ჟურნალისტებს.

მისი თქმით, “ქართულ ოცნებაში” პრემიერ-მინისტრობის კანდიდატად რამდენიმე ადამიანი, მათ შორის ფინანსთა მინისტრის მოვალეობის შემსრულებელი მამუკა ბახტაძე და შინაგან საქმეთა მინისტრის მოვალეობის შემსრულებელი გიორგი გახარია არიან:

“დღეს ჩვენ უვკე ვიწყებთ პრემიერ-მინისტრობის კანდიდატურის და სამთავრობო ცვლილებების საკითხის განხილვას უმრავლესობის ფორმატში. რა თქმა უნდა, კანდიდატურებთან დაკავშიირებით უკვე დაწყებულია შიდა კონსულტაციები. მათ შორის განიხილება ბატონი მამუკა ბახტაძის კანდიდატურაც. საბოლოო გადაწვყეტილებას გაგაცნობთ უმრავლესობის სხდომის დასრულების შემდეგ” – ამბობს დეპუტატი.

რას საქმიანობდა პრემიერ-მინისტრობის ერთ-ერთი კანდიდატი შეგიძლიათ წაიკითხოთ ბმულზე:

რა ვიცით მამუკა ბახტაძის შესახებ

მასალების გადაბეჭდვის წესი