ახალი ამბები

რუსი დეპუტატი ქალებს მოუწოდებს, მსოფლიო ჩემპიონატის დროს უცხოელებთან სექსი არ ჰქონდეთ

14 ივნისი, 2018 • 4295
რუსი დეპუტატი ქალებს მოუწოდებს, მსოფლიო ჩემპიონატის დროს უცხოელებთან სექსი არ ჰქონდეთ

რუსეთის დუმის ქალთა და ბავშვთა საკითხების კომიტეტის თავმჯდომარე ტამარა პლეტნევა რუს ქალებს მოუწოდებს, საფეხბურთო მსოფლიო ჩემპიონატის დროს ქვეყანაში ჩამოსულ უცხოელებთან სექსუალური კონტაქტი არ დაამყარონ. ამის შესახებ “რადიო სვაბოდა” “გოვორიტ მოსკვას” რადიოინტერვიუზე დაყრდნობით წერს.

როგორც ინტერვიუში დეპუტატი განმარტავს, მსგავსი ქმედება [სექსი უცხოელებთან] მისი თანამემამულე ქალების მხრიდან არასრული ოჯახების მიზეზია. არგუმენტად კი მან მოიყვანა 80-იანი წლების ოლიმპიური თამაშები, რის შემდეგაც, მისი თქმით, ქვეყანაში მარტოხელა დედათა რიცხვი გაიზარდა.

“ეს ბავშვები შემდგომ იტანჯებოდნენ და იტანჯებიან, საბჭოთა დროიდან მოყოლებული. კიდევ კარგია, თუ ერთი რასისა არიან, მაგრამ თუ სხვადასხვა, ხომ, მით უმეტეს… ჩვენ ჩვენი ბავშვები უნდა გავაჩინოთ. მე არ ვარ ნაციონალისტი, თუმცა, მიუხედავად ამისა.. ” – განაცხადა ტამარა პლეტნევამ.

2018 წლის საფეხბურთო ჩემპიონატის მასპინძელი რუსეთია. წლევანდელი ჩემპიონატი გამოირჩევა იმითაც, რომ 80 წლის განმავლობაში პირველად ფეხბურთში მსოფლიო ჩემპიონატი ბრიტანელი მსაჯების გარეშე ჩატარდება.

მასალების გადაბეჭდვის წესი