ახალი ამბები

სოზარ საუბარი მამუკა ბახტაძეზე – სერიოზული დინამიკა შემოიტანა მთავრობაში

14 ივნისი, 2018 • 1685
სოზარ საუბარი მამუკა ბახტაძეზე – სერიოზული დინამიკა შემოიტანა მთავრობაში

დევნილთა და განსახლების მინისტრის მოვალეობის შემსრულებელმა სოზარ სუბარმა “პირველი არხის” ეთერში განაცხადა, რომ პრემიერის კანდიდატურაზე მმართველი გუნდი 14 ივნისს იმსჯელებს. ჟურნალისტის კითხავზე, პრემიერ-მინისტრის თანამდებობას დაიკავებს თუ არა ფინანსთა მინისტრობის მოვალეობის შემსრულებელი მამუკა ბახტაძე, სოზარ სუბარი ამბობს, რომ მამუკა ბახტაძემ მთავრობაში მნიშვნელოვანი დინამიკა შეიტანა.

“კანდიდატურაზე ამ წუთში არ ვილაპარაკებ, თუმცა, როცა მამუკა ბატაძეს ვახსენებთ, შემიძლია გითხრათ, რომ ეს არის ადამიანი, რომელმაც ძალიან სერიოზული დინამიკა შემოიტანა მთავრობაში და მთლიანად მმართველ გუნდში.  ასევე კარგად ვხედავთ მის ძალიან სერიოზულ აქტიურობას ქვეყნის გარეთაც, საგარეო პოლიტიკის მიმართულებით. ამ მიმართულებებით ჩვენ სწრაფი ცვლილებები ძალიან გვჭირდება,”-განაცხადა სოზარ სუბარმა.

ტელეკომპანიების, “რუსთავი2”-ისა და “პირველი არხის” ინფორმაციით, საქართველოს პრემიერ-მინისტრის პოსტს ფინანსთა უკვე ყოფილი მინისტრი და ამჟამად მოვალეობის შემსრულებელი მამუკა ბახტაძე დაიკავებს.

გიორგი კვირიკაშვილმა პრემიერის პოსტი 13 ივნისს დატოვა. ქართული მედიასაშუალებების ნაწილი მოსალოდნელი სამთავრობო ცვლილებების შესახებ ინფორმაციას 12 ივნისის დილიდან ავრცელებდნენ.

 

 

მასალების გადაბეჭდვის წესი