ახალი ამბები

ბაქრაძე – კვირიკაშვილმა ღიად თქვა, რომ ივანიშვილთან უთანხმოების გამო მიდის

13 ივნისი, 2018 • 1710
ბაქრაძე – კვირიკაშვილმა ღიად თქვა, რომ ივანიშვილთან უთანხმოების გამო მიდის

“ევროპული საქართველოს” ლიდერის, დავით ბაქრაძის განცხადებით, გიორგი კვირიკაშვილი “ქართული ოცნების” თავმჯდომარესთან ბიძინა ივანიშვილთან დაპირისპირების გამო გადადგა.

“პრემიერ-მინისტრის ბრიფინგიდან ნათლად ორი რამ გამოჩნდა. პირველი, მან ღიად დაასახელა, რომ მიდის ბიძინა ივანიშვილთან უთანხოების გამო. ბიძინა ივანიშვილი ამ ქვეყანაში ყველა გადაწყვეტილების მიმღებია. მეორე, გიორგი კვირიკაშვილმა ისაუბრა ამ ქვეყნის ეკონომიკურ და სხვა ტიპის წარმატებებზე, რაც კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ გადადგომის მომენტშიც კი მთავრობა არაადეკვატურია და ვერ ხედავს იმ პრობლემებს, კრიზისს, რომელიც დღეს ქვეყანაშია,”-აცხადებს დავით ბაქრაძე.

დღეს, 13 ივნისს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი გადადგა. ქართული მედიასაშუალებების ნაწილი 12 ივნისის დილიდან ავრცელებდნენ ინფორმაციას, რომ იგეგმება სამთავრობო ცვლილებები.

მასალების გადაბეჭდვის წესი