ახალი ამბებირეკლამა

საქართველოს უნივერსიტეტი ბათუმში აბიტურიენტებისთვის იმიტირებულ გამოცდას გამართავს

13 ივნისი, 2018 • 5495
საქართველოს უნივერსიტეტი ბათუმში აბიტურიენტებისთვის იმიტირებულ გამოცდას გამართავს

საქართველოს უნივერსიტეტი ბათუმში მდებარე აჭარის რეგიონულ ოფისში,  15 ივნისს 14:00 საათზე, სკოლის მოსწავლეებისთვის გამართავს იმიტირებულ გამოცდას ზოგად უნარებში (მისამართი: ჯავახიშვილის N5; ტელ: 577 038 128), რაც აბიტურიენტებს საშუალებას მისცემს შეამოწმონ საკუთარი თავი და დაძლიონ ერთიანი ეროვნული გამოცდების შიში.

ზოგადად, საქართველოს უნივერსიტეტის ქ.ბათუმის ოფისი აჭარის რეგიონში მცხოვრებ მოსწავლეებს, მასწავლებლებსა და ყველა დაინტერესებულ პირს სისტემატიურად სთავაზობს საჯარო ლექციებს, ღია კარის დღეებს, ოლიმპიადებს, სერტიფიცირებულ ტრენინგებს და მასტერ კლასებს.

საქართველოს უნივერსიტეტი გამოირჩვა  სწავლის მაღალი ხარისხით და მომხმარებელზე ორიენტირებული მიდგომით.  უნივერსიტეტი, 2018 წელს ჩარიცხულ აბიტურიენტებს შემდეგ შესაძლებლობებს სთავაზობს:

[checklist]

  • ინოვაციურ სწავლებას
  • გაცვლით პროგრამებს
  • პროფესიულ განვითარებას და დასაქმებას
  • სწავლის საფასურის 10 ნაწილად გადახდას

[/checklist]

ინოვაციური სწავლება, გულისხმობს თეორიული ცოდნის მიღებას უახლესი ლიტერატურით და ამავდროულად,  პრაქტიკული უნარჩვევების გამომუშავებას სპეციალურად მოწყობილი ინფრასტრუქტურის გამოყენებით. თეორიას პლუს პრაქტიკა,   სტუდენტებს შესაძლებლობას აძლევს   გამოიმუშავონ ყველა ის უნარჩვევა, რაც მათ კონკურენტუნარიანს გახდით როგორც ადგილობრივ, ასევე საერთაშორისო შრომით ბაზარზე.  

გაცვლითი პროგრამები  სტუდენტებს უცხოეთში სწავლას  სთავაზობს, რაც  ნებისმიერი სტუდენტისთვის მიმზიდველია, სწორედ ამიტომ, საქართველოს უნივერსიტეტი ევროპისა და ამერიკის წამყვან უნივერსიტეტებთან თანამშრომლობის საფუძველზე, სტუდენტებს ერთი სემესტრით ან ერთი წლით სთავაზობს მრავალფეროვან გაცვლით პროგრამებს.

ჯერ კიდევ სწავლის პერიოდში სტუდენტებს შესაძლებლობა აქვთ სტაჟირებები გაირონ სხვადასხვა  კერძო და სახელმწიფო კომპანიებში, რაშიც მათ უნივერსიტეტშ მოქმედი სტუდენტების დასაქმების ხელშეწყობის სამსახური ეხმარებათ,  სწორედ ეს განაპირობებს იმას, რომ საქართველოს უნივერსიტეტის კურსდამთავრებულთა 93% დასაქმებულია.

გარდა ამისა, 2018 წელს ჩარიცხული სტუდენტები სწავლის საფასურს 10 ნაწილად გადაიხდიან, რაც ნიშნავს იმას,რომ სტუდენტი, სურვილის შემთხვევაში, საკუთარი სწავლის საფასურს 10 თვის განმავლობაში გადაანაწილებს.

ასევე, ერთიან ეროვნულ გამოცდებზე 100%-იანი გრანტის მიღების შემთხვევაში, სწავლის საფასური შეადგენს 0 ლარს.

დამატებითი ინფორმაციისთის ეწვიეთ საქართველოს უნივერსიტეტის ვებ გვერდს: www.ug.edu.ge ან დარეკეთ ცხელ ხაზზე: (+995) 322 55 22 22

მასალების გადაბეჭდვის წესი