საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, თბილისში ძლიერი წვიმის შედეგად, 01:00 საათის მონაცემებით, მაშველები 153-ჯერ გამოიძახეს, თუმცა შეტყობინებების ნაწილი ფიქტიური აღმოჩნდა.
“ყველაზე მეტი შეტყობინება ფიქსირდება გლდანი-ნაძალადევის რაიონიდან. შეტყობინებები შემოსულია ასევე: დიდუბე-ჩუღურეთის, ისანი-სამგორის და ვაკე-საბურთალოს რაიონებიდან. ამ წუთებში, მთელი ქალაქის მასშტაბით, სამაშველო სამუშაოებში ჩართულია თბილისის ყველა სახანძრო-სამაშველო სამსახური. ბოლო ინფორმაციით, წყლის ძლიერმა ნაკადმა დააზიანა გლდანი-სოფელი გიორგიწმინდის დამაკავშირებელი გზა. მეხანძრე-მაშველებმა უნივერსიტეტის ქუჩაზე ჩარჩენილი მანქანების უსაფრთხო გაყვანა უზრუნველყვეს. ვარკეთილის მიმდებარე ტერიტორიაზე რამდენიმე ხის წაქცევის გამო გზა ჩაიხერგა, ამ დროისთვის, გზა გაწმენდილია და შეფერხებები მოხსნილია. მეხანძრე-მაშველებმა უზრუნველყვეს იმ მოქალაქეების უსაფრთხო გადაადგილება, რომლებიც ავტოსატრანსპორტო საშუალებით მოძრაობდნენ”, – ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში დაშავებულების შესახებ შეტყობინება არ შემოსულა