ახალი ამბები

სააგენტო: წვიმის გამო მობილიზებულია ყველა სახანძრო-სამაშველო ჯგუფი

12 ივნისი, 2018 • 2262
სააგენტო: წვიმის გამო მობილიზებულია ყველა სახანძრო-სამაშველო ჯგუფი

თბილისში მოსული უხვი ნალექის გამო შექმნილ ვითარებასთან დაკავშირებით საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური განცხადებას ავრცელებს. უწყების ცნობით, სტიქიის გამო ყველა სახანძრო-სამაშველო ჯგუფია მობილიზებული.

განცხადების თანახმად, სამსახურში ყველაზე მეტი განცხადება გლდანის რაიონიდან შევიდა, სადაც მეტრო “ახმეტელის” შესასვლელი დაიტბორა, თუმცა მაშველები წყალს ტუმბავენ და მეტროს მუშაობას საფრთხე არ ემუქრება.

საგანგებო სიტუაციების სამსახურის ცნობით, წვიმამ პრობლემები გზებზეც შექმნა. დაიტბორა რამდენიმე სარდაფიც.

“წყლის დაგროვებამ გამოიწვია სამანქანო მოძრაობის შეფერხება გლდანის ხიდების მიმდებარე ტერიტორიაზე.

მოვარდნილი წყლის მასის გამო მეხანძრე-მაშველები აწარმოებენ ჩარჩენილი მანქანების ქუჩებიდან გამოყვანას.

ამ წუთებისთვის, მეხანძრე-მაშველები გლდანის რაიონში 5 სახლის სარდაფიდან აწარმოებენ წყლის ამოტუმბვით სამუშაოებს.

წყლის ნაკადმა მოძრაობის შეფერხება გამოიწვია თამარაშვილის ქუჩაზეც, სადაც მეხანძრე-მაშველები წყლის ამოტუმბვით სამუშაოებს აწარმოებენ”.

უწყების ინფორმაციით, ძლიერი წვიმის შედეგად, მოქალაქეები არ დაშავებულან.

მასალების გადაბეჭდვის წესი