დღეს, 11 მაისს მას შემდეგ, რაც პოლიციამ რუსთაველის გმაზირზე ზაზა სარალიძის მხარდამჭერთა კარვები გზის სავალი ნაწილიდან ტროტუარზზე დააბრუნა, ნიკა მელია პოლიციის თანამშრომლებმა ძალის გამოყენებით გაურკვეველი მიმართულებით წაიყვანეს. კონსტიტუციის მიხედვით, პარლამენტის წევრის დაკავება არ შეიძლება, თუ არ არსებობს პარლამენტის წინასწარი თანხმობა. გამონაკლისია მხოლოდ დანაშაულზე წასწრების შემთხვევა, როდესაც შესაძლებელია დაკავება. იმ შემთხვევაში, თუკი არ იქნება პარლამენტის თანხმობა, დაკავებული პარლამენტის წევრი უნდა გათავისფულდეს. შსს-ში ნეტგაზეთს განუცხადეს, რომ მელია დაკავებული არ იყო.
რა დროს ითვლება პირი დაკავებულად? – საიას იურისტის, გიორგი გოცირიძის განმარტება:
“როდესაც ადამიანს შეზღუდული აქვს გადაადგილების შესაძლებლობა, ხდება მისი დახურულ სივრცეში მოთავსება და ხანგრძლივი ვადით იმყოფება იქ, ეს არის დაკავება ყველა შემთხვევაში კონსტიტუციური თვალსაზრისით. უწოდებს თუ არა შსს ამას ასე, როდესაც ადამიანს აქვს თავისუფლება შეზღუდული, არ აქვს გადაადგილების შესაძლებლობა, ეს თაივსუფლების შეზღუდვაა”.