ახალი ამბები

ვინმეს დღევანდელი ვითარება გრეჩიხას კარვებში არ შეეშალოს – მელია

11 ივნისი, 2018 • 2279
ვინმეს დღევანდელი ვითარება გრეჩიხას კარვებში არ შეეშალოს – მელია

“ვინმეს დღევანდელი ვითარება გრეჩიხას კარვებში არ შეეშალოს”, – ეს განცხადება ენმ-ის ერთ-ერთმა ლიდერმა, ნიკა მელიამ მას შემდეგ გააკეთა, რაც პოლიციამ რუსთაველის გამზირზე გაშლილი კარვები ტროტუარზე გადაიტანა.

მელიას განცხადებით, როდესაც “ქართული ოცნების” წევრები ხელისუფლებაში იყვნენ, 3 თვით კეტავდნენ გზებს პოლიტიკური მოთხოვნებით, რომლებიც საარჩევნო კოდექსის ცვლილებას უკავშირდებოდა.

“ვინმეს დღევანდელი ვითარება გრეჩიხას კარვებში არ შეეშალოს. შვილმოკლული მამა წარმოიდგინეთ? ეს არ არის მხოლოდ პოლიტიკოსების საკითხი, პოლიტიკური საკიხთხია, მაგრამ არა მხოლოდ ორი პარტიის საკითხი”, – განაცხადა მელიამ.

რუსთაველის გზის სავალი ნაწილი გუშინ საღამოს საათებიდან კარვებით გადაკეტილი იყო. კარვები სულ ცოტა ხნის წინ სამართალდამცველებმა აიღეს.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი