2018 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდები 2 ივლისს ქართულის გამოცდით დაიწყება. Naec-ის ინფორმაციით, წელს გამოცდები 26 ივლისის ჩათვლით გაგრძელდება.
რაც შეეხება სხვა საგნებს, სრული განრიგი შემდეგნაირად გამოიყურება:
- 2-3 ივლისი (პირველი და მეორე სესია) – ქართული ენა დალიტერატურა;
- 5-6 ივლისი (პირველი და მეორე სესია) – ზოგადი უნარები;
- 9-10 ივლისი (პირველი და მეორე სესია) – ინგლისური ენა;
- 9 – ივლისი (პირველი სესია) – რუსული ენა;
- 10 – ივლისი (მეორე სესია) – ფრანგული ენა;
- 10 – ივლისი (პირველი სესია) – გერმანული ენა;
- 13 – ივლისი (მეორე სესია) – მათემატიკა;
- 16 – ივლისი (პირველი და მეორე სესია) – გეოგრაფია;
- 17 – ივლისი (პირველი და მეორე სესია) – ისტორია;
- 19 – ივლისი (პირველი სესია) – ლიტერატურა;
- 20 – ივლისი (მეორე სესია) – ბიოლოგია;
- 24 – ივლისი (პირველი სესია) – სამოქალაქო განათლება;
- 25 – ივლისი (პირველი სესია) – სახვითი და გამოყენებითი ხელოვნება;
- 25 – ივლისი (პირველი სესია) – ქიმია;
- 26 – ივლისი (პირველი სესია) – ფიზიკა
გამოცდებისათვის რეგისტრაცია 5 მარტს გამოცხადდა. ძირითად ეტაპზე აუცილებელია პირადი მონაცემების შეტანა, საგამოცდო ქალაქის არჩევა და ჩასაბარებელი საგნების მითითება. 15 მაისის 18:00 საათამდე შესაძლებელია მითითებული არჩევითი საგნის/საგნების შეცვლა ან დამატება. საგანმანათლებლო პროგრამების ჩამონათვალში ცვლილებების შეტანა აბიტურიენტს აპელაციის შედეგების გამოქვეყნებამდე შეეძლება.
გამოცდების ეროვნული ცენტრის ცნობით, ამ დროისათვის არსებული მონაცემებით რეგისტრირებულია:
- 36 000 – მდე აბიტურიენტი ერთიანი ეროვნული გამოცდებისათვის;
- 2 500 – ზე მეტი სტუდენტი საგრანტო კონკურსისათვის;
- 9 000 – მდე მაგისტრანტობის კანდიდატი;
- 17 000 – მდე აპლიკანტი მასწავლებლის კომპეტენციის დადასტურებისათვის.