30 მარტს ერთიანი ეროვნული გამოცდებისათვის რეგისტრაცია სრულდება

ერთიანი ეროვნული გამოცდებისათვის ძირითადი რეგისტრაცია ხვალ, 30 მარტის, 18:00 საათზე დასრულდება. 30 მარტის 18:00 საათზე შეწყდება აგრეთვე რეგისტრაცია სტუდენტთა საგრანტო კონკურსის, საერთო სამაგისტრო გამოცდისა და მასწავლებლის კომპეტენციის დადასტურებისათვის.

გამოცდებისათვის რეგისტრაცია 5 მარტს გამოცხადდა. ძირითად ეტაპზე პირადი მონაცემების შეტანა, საგამოცდო ქალაქის არჩევა და ჩასაბარებელი საგნების მითითებაა აუცილებელი. 15 მაისის 18:00 საათამდე შესაძლებელია მითითებული არჩევითი საგნის/საგნების შეცვლა ან დამატება. საგანმანათლებლო პროგრამების ჩამონათვალში ცვლილებების შეტანა აბიტურიენტს აპელაციის შედეგების გამოქვეყნებამდე შეეძლება.

გამოცდების ეროვნული ცენტრის ცნობით, ამ დროისათვის არსებული მონაცემებით რეგისტრირებულია:

  • 36 000 – მდე აბიტურიენტი ერთიანი ეროვნული გამოცდებისათვის;
  • 2 500 – ზე მეტი სტუდენტი  საგრანტო კონკურსისათვის;
  • 9 000 – მდე მაგისტრანტობის კანდიდატი;
  • 17 000 – მდე აპლიკანტი მასწავლებლის კომპეტენციის დადასტურებისათვის.
ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი
ელენე ხაჭაპურიძე არის ნეტგაზეთის რეპორტიორი 2011 წლიდან. აშუქებს პოლიტიკის, განათლების, ჯანდაცვის, ადამიანის უფლებებს და მიმდინარე მოვლენებს. e-mail ellen.khachapuridze@gmail.com