- შეზღუდულია საპატრულო ეკიპაჟების რაოდენობა;
- შეზღუდულია საპატრულო ეკიპაჟების მოქმედების ზონები, სამუშაო დრო;
- პატრულებს არ გააჩნიათ სიჩქარის მზომი ხელსაწყოები, რის გამოც ვერ ხდება სიჩქარის გადაჭარბების ფაქტების დაფიქსირება, რაც ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული სამართალდარღვევაა.
პოლიციას 2017 წლის 1-ლი ივლისიდან მიეცა უფლება, თავის სარგებლობაში არსებულ ავტოსატრანსპორტო საშუალებაზე, მათ შორის ისეთზე, რომელსაც არ აქვს სპეციალური ამოსაცნობი ნიშნები, დაამონტაჟოს ფოტო/ვიდეოტექნიკა, აგრეთვე, არასტაციონარული სიჩქარის მზომი ხელსაწყოები.
კანონით, უკონტაქტო პატრულირებისას მოპოვებული ინფორმაცია ინახება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ის შეიცავს საგზაო მოძრაობის წესების დარღვევის ან დანაშაულის შესახებ მონაცემებს; სხვა შემთხვევაში ჩანაწერები 24 საათის განმავლობაში უნდა განადგურდეს. უკონტაქტო პატრულირებისას დაფიქსირებულ სამართალდარღვევაზე იწერება ფულადი ჯარიმა.
უკონტაქტო პატრულირების შედეგად დაჯარიმებისას [ისევე როგორც ფოტო ან ვიდეოფირზე დაფიქსირებულ ჯარიმებზე, ასევე, ჯარიმის გადაუხდელობის გამო დაკისრებულ საურავზე] ქულათა კლების სისტემა არ ვრცელდება. ანუ უკონტაქტო პატრულირების შედეგად დაჯარიმებულ მძღოლს მართვის მოწმობაზე ქულები არ დააკლდება.