მათი ინფორმაციით, ქვის სარკოფაგში აღმოჩენილი მკლავის ძვლების მიტოქონდრიულმა დნმ–ს ანალიზმა აჩვენა, რომ დიდი ალბათობით ძვლებს ინდოეთთან კავშირი არ აქვს და ქართული წარმოშობისაა.
არქეოლოგები ვარაუდობენ, რომ ძვლები კახეთის დედოფალ ქეთევანს ეკუთვნის, რომელიც ისტორიული წყაროების თანახმად მე–17 საუკუნეში, კერძოდ, 1613 წელს შაჰ–აბასის ლაშქრობის დროს სპარსელებმა ტყვედ აიყვანეს. იმის გამო, რომ მან უარი განაცხადა შეეცვალა სარწმუნეობა და გამხდარიყო შაჰის ჰარამხანის წევრი, ის წამებით მოკლეს.
მოგვიანებით ქეთევან დედოფლის წმინდა ნაწილები წაიღეს გოას წმინდა ავგუსტინეს სახელობის მონასტერში, ასევე, ვატიკანში და ბელგიაში. გოაში მდებარე მონასტერი მე–19 საუკუნის დასაწყისში განადგურდა.
საქართველოს მართლმადიდებულური ეკლესია ქეთევან დედოფალს ქეთევან წამებულის სახელით მოიხსენიებს.