ჭიათურაში დღეს დაგეგმილი გაფიცვა აღარ გაიმართება. როგორც საქართველოს პროფკავშირების მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი, გუშინ გვიან ღამით შპს “ჯორჯიან მანგანეზის” ადმინისტრაციისა და ჭიათურის პირველადი პროფკავშირული ორგანიზაციის წარმომადგენლებს შორის შეთანხმება შედგა.
მაღაროელები, შრომით-სამართლებრივ, შრომის პირობებთან და შრომის უსაფრთხოებასთან დაკავშირებული საკითხების მოგვარების გარდა ხელფასების მატებას 30%-ით ითხოვდნენ, თუმცა გუშინდელი მოლაპარაკების შედეგად კომპანია დასაქმებულებს ანაზღაურებას 10%-ით გაუზრდის. ხელფასების მატება 2018 წლის 1-ლი ივნისიდან დაიწყება.