ახალი ამბები

ვაშაძე: თუ არ იქნება პასუხი ხელისუფლებისგან, კვირას კვლავ შევიკრიბებით

3 ივნისი, 2018 • 1907
ვაშაძე: თუ არ იქნება პასუხი ხელისუფლებისგან, კვირას კვლავ შევიკრიბებით

დღეს, 3 ივნისს, ზაზა სარალიძის მხარდამჭერების აქცია პარლამენტის შენობის წინ დასრულდა.

როგორც ახალი საქართველოს ლიდერმა გიორგი ვაშაძემ აქციის მონაწილეებს განუცხადა, ისინი ხვალ, 14:00 საათზე მიდიან მთავრობის ადმინისტრაციის შენობასთან, პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილს შეხვდებიან და გადადგომას მოსთხოვენ.

“აქციებს არ ვწყვეტთ, აქ ყოველდღე იქნება სოლიდარობის აქციები, იქნება შეხვედრები რეგიონებში. თუ არ იქნება პასუხი ხელისუფლების მხრიდან, კვირას, 16:00 საათზე მთელი საქართველო შეიკრიბება რუსთაველზე. ამ პროცესს აუცილებლად მივიყვანთ ბოლომდე. ზაზამ როგორც განაცხადა, დღეს რაღაც გარკვეული ჯგუფი დარჩება აქ. ძალიან სწორი გზავნილი გვაქვს ზაზას მხრიდან და მივყვებით ამ პროცესს. მოთხოვნა არის იგივე, ეს არის ხელისუფლების გადადგომა. ამ პროცესთან სასაუბროდ დაკავშირებით მივდივართ პრემიერ-მინისტრთან. თვითონ ზაზამ თქვა, მოდით, ერთად მივიდეთ და ერთად მოვისმინოთ მათი აზრი, რატომ არ მიდიან და რატომ არ გადადგნენ აქამდე. ჩვენ მივდივართ 2 საათზე კანცელარიის შენობასთან”, – განაცხადა გიორგი ვაშაძემ.

ოპოზიციური პარტიების აქცია, რომელიც პარლამენტთან რამდენიმე საათის მანძილზე მიმდინარეობდა, დასრულებულია. ადგილზე მხოლოდ აქციის მიწურულს გამოჩნდა ზაზა სარალიძე, რომელმაც შეკრებილებს სიტყვით მიმართა და ადამიანებს მხარდაჭერისკენ მოუწოდა.

მასალების გადაბეჭდვის წესი