ახალი ამბები

პრემიერი – ვიზრუნებთ იმაზე, რომ ქვეყანაში სტაბილურობა იყოს

3 ივნისი, 2018 • 1556
პრემიერი – ვიზრუნებთ იმაზე, რომ ქვეყანაში სტაბილურობა იყოს

პრემიერ-მინისტრის, გიორგი კვირიკაშვილის განცხადებით, ხელისუფლება ყველაფერს გააკეთებს იმისთვის, რომ ქვეყანაში სტაბილურობა იყოს. ამ საკითხზე პრემიერმა “ქართული ოცნების” პოლიტსაბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ ისაუბრა.

“რაც შეხება ამ პროცესებს და იმ ადამიანებს, რომლებსაც აქვთ უსამართლობის განცდა, ჩვენ, რა თქმა უნდა, ვართ ხელისუფლება, რომლისთვისაც ეს არის სერიოზული გამოწვევა და ასეთ კითხვებზე, რომელიც საზოგადოებაშია, პასუხის გაცემისთვის არის ის ფორმატები, რომლებზეც ახლა მოგახსენეთ. ასეთ ფორმატებში უნდა გაეცეს პასუხი ყველა კითხვას და აუცილებლად გაეცემა. რაც შეეხება იმას, რომ კონკრეტულად რადიკალიზებულ ჯგუფებს უნდათ, არასტაბილურობის განცდა გააჩინონ და აყენებენ აბსოლუტურად არამართლზომიერ პოლიტიკურ მოთხოვნებს, ჩვენ არასტაბილურობის შექმნის საფუძველს არავის მივცემთ. ჩვენი ხელისუფლება ზრუნავს იმაზე, რომ საზოგადოებას ყველა კითხვაზე მაქსიმალურად გაეცეს პასუხი, მაგრამ ჩვენ ასევე ვიზრუნებთ იმაზე, რომ ქვეყანაში იყოს სტაბილურობა,”-აცხადებს გიორგი კვირიკაშვილი.

დღეს პოლიტიკური პარტიები პარლამენტის შენობის წინ აქციის გამართვას გეგმავენ. როგორც “ნაციონალური მოძრაობის” ერთ-ერთი ლიდერი ნიკა მელია ამბობს ოპოზიციური პარტიები სამოქმედო გეგმას წარადგენენ. მანამდე ზაზა სარალიძემ პარტიებს მოუწოდა, რომ სისტემის ჩამოსანგრევად გაერთიანდნენ.  “მოუვუხმობ მთელი საქართველოს პოლიტიკურ პარტიებს, გააერთიანონ ძალები, რათა ეს სისტემა ჩამოიშალოს”, -განაცხადა ზაზა სარალიძემ.

მასალების გადაბეჭდვის წესი