ახალი ამბები

ოპოზიციის ლიდერები ზაზა სარალიძეს ხვდებიან

3 ივნისი, 2018 • 1778
ოპოზიციის ლიდერები ზაზა სარალიძეს ხვდებიან

ოპოზიციური პარტიების ლიდერები ზაზა სარალიძეს ხვდებიან რუსთაველზე გაშლილ კარავში. ეს გადაწყვეტილება პოლიტიკოსებმა მას შემდეგ მიიღეს, რაც ზაზა სარალიძემ რუსთაველზე შეკრებილ მხარდამჭერებს უთხრა, რომ ყველა პოლიტიკურ პარტიას მიმართავს,  ხვალიდან მოვიდნენ და მხარი დაუჭირონ მას, რადგან ეს მანკიერი სისტემა დგას უსამართლობაზე.

ოპოზიციური პარტიების ლიდერები ეროვნულ-დემოკრატიული პარტიის ოფისში ზვიად კუპრავას შეხვდნენ. შეხვედრის დასრულების შემდეგ კუპრავამ განაცხადა, რომ მოძრაობა ახალ ეტაპზე გადადის. ოპოზიციურ პარტიებს შორის, რომლებიც ზაზა სარალიძის მიმართვის საპასუხოდ ედპ-ის ოფისში შეიკრიბნენ, არიან “ერთიანი ნაციონალური მოძრაობა”, “ახალი საქართველო” და თავად ეროვნულ-დემოკრატიული პარტია. ამ პარტიების ლიდერებმა განაცხადეს, რომ ისინი ზაზა სარალიძეს უნდა შეხვდნენ, რათა საერთო სამოქმედო გეგმა შეიმუშაონ და პარლამენტის შენობასთან გადაინაცვლეს.

მათ დანარჩენ ოპოზიციურ პარტიებსაც მოუწოდეს, რუსთაველის გამზირზე მივიდნენ და ზაზა სარალიძეს დაუჭირონ მხარი. ჯერჯერობით უცნობია, კიდევ რომელი პარტიები შეუერთდებიან მოკლული დავით სარალიძის მამის მიმართვას.

მასალების გადაბეჭდვის წესი