ახალი ამბები

საკნიდან პატიმრის ფარულად გაყვანისა და სატელეფონო საუბრებისთვის ციხის თანამშრომელი დაითხოვეს

24 დეკემბერი, 2013 •
საკნიდან პატიმრის ფარულად გაყვანისა და სატელეფონო საუბრებისთვის ციხის თანამშრომელი დაითხოვეს

სასჯელაღსრულების სამინისტროს ცნობით, ზ.ნ-მ ხელმძღვანელობასთან შეთანხმების გარეშე, საკნიდან ფარულად გაიყვანა ბრალდებული ზ.გ, რომელსაც არ ჰქონდა სატელეფონო საუბრის უფლება და სატელეფონო ზარი სპეციალურ ჟურნალში რეგისტრაციის გარეშე, ფარულად განახორციელებინა. ზ.ნ-მ ასევე ფარულად, ბრალდებულის მითითებით, რამდენიმეჯერ თვითონაც განახორციელა სატელეფონო ზარი და ბრალდებულის თანამზრახველს შეტყობინება გადასცა.


მოკვლეული მასალები შემდგომი რეაგირებისთვის სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტროს საგამოძიებო დეპარტამენტს გადაეცა.

მასალების გადაბეჭდვის წესი