სასჯელაღსრულების სამინისტროს ცნობით, ზ.ნ-მ ხელმძღვანელობასთან შეთანხმების გარეშე, საკნიდან ფარულად გაიყვანა ბრალდებული ზ.გ, რომელსაც არ ჰქონდა სატელეფონო საუბრის უფლება და სატელეფონო ზარი სპეციალურ ჟურნალში რეგისტრაციის გარეშე, ფარულად განახორციელებინა. ზ.ნ-მ ასევე ფარულად, ბრალდებულის მითითებით, რამდენიმეჯერ თვითონაც განახორციელა სატელეფონო ზარი და ბრალდებულის თანამზრახველს შეტყობინება გადასცა.


მოკვლეული მასალები შემდგომი რეაგირებისთვის სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტროს საგამოძიებო დეპარტამენტს გადაეცა.

Leave a comment

Your email address will not be published. Required fields are marked *