საპარლამენტო უმრავლესობის წევრი გედევან ფოფხაძე აცხადებს, რომ ის უშუალოდ კენჭისყრის დღეს გადახედავს მეურვეობის მსურველების მონაცემებს. მისივე მოსაზრებით, უმრავლესობა საკითხის კენჭისყრაზე გატანამდე კონსულტაციებს გამართავს:
„არანაირი განსაკუთრებული სიმპათია რომელიმე კანდიდატის მიმართ არ მაქვს. ალბათ, თვითონ კენჭისყრის დროს ჩამომიყალიბდება რაღაც აზრი, შეიძლება იმ მომენტშიც შევცვალო ამა თუ იმ კანდიდატის სასარგებლოდ ჩემი გადაწყვეტილება. ყველას არ ვიცნობ ამ 27 კანდიდატიდან და თუმცა, როცა უშუალოდ კენჭისყრის პერიოდი მოვა, მაშინ გადავხედავ ვის რა მონაცემები გააჩნია. უმრავლესობა ალბათ შევიკრიბებით, გამოვრიცხავ იმას, რომ თავისუფალ რეჟიმში მოხდეს არჩევა, რაღაც კონსულტაციები იქნება.”
იგივეს იმეორებს უმრავლესობის კიდევ ერთი წევრი თამარ კორძაია და ამბობს, რომ კანდიდატებიდან ფავორიტი არ ჰყავს:
„პროცესი იმდენად საიტნერესოა, იმდენად ამაღლდა ინტერესი და მიდგომა საზოგადოებრივი მაუწყებლის საბჭოს ფორმირებისადმი, რომ თავისთავად ფავორიტი არ შეიძლება მყავდეს. ვთვლი, რომ მნიშვნელოვანია მრავალფეროვნება იყოს საბჭოში და ამის საშუალებას იძლევა ეს 27 კანდიდატი”.
21 დეკემბერს საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს წევრობის – მეურვეობის კანდიდატთა შესარჩევი საპარლამენტო საკონკურსო კომისიის სხდომა გაიმართა. სხდომაზე კომისიის წევრებმა საზოგადოებრივი მაუწყებლის წევრობის მსურველთა 27-კაციანი საბოლოო სია დაამტკიცეს. ესენი არიან:
1.გელაძე გენო – 9
2.კაჭკაჭიშვილი იაგო – 9
3.მჭედლიძე დავით -9
4.სახოკია ნათელა – 9
5.სეთური უჩა – 9
6.ჯავახიშვილი ჯანა – 9
7.გაფრინდაშვილი ლელა -8
8.ლომჯარია ნინო – 8
9.აბსანძე ირაკლი -7
10.კინწურაშვილი ქეთევან – 7
11.ლობჟანიძე გიორგი – 7
12.მირზიაშვილი მიხეილ – 7
13.მსხილაძე ქეთევან – 7
14.ძიაპშიპა ანნა – 7
15.კაკაბაძე ნინია – 6
16.კირტავა ზვიად – 6
17.ჯანეზაშვილი ნაზი – 6
18.აფხაზავა გიორგი – 5
19. ვახტანგოვი ალექსანდრე – 5
20.კოხრეიძე გიორგი – 5
21.მუსხელიშვილი მარინა – 5
22.ოსიპოვა იზაბელა – 5
23.სალუქვაძე იოსებ – 5
24.სუარიძე ნუგზარ – 5
25.ჩლაიძე კონსტანტინე – 5
26.ხაბულიანი ხათუნა – 5
27.ჯანაშია ელისო -5
შეგახსენებთ, რომ 27-კაციანი სიიდან “საზოგადოებრივი მაუწყებლის” საბჭოს 9 წევრს საბოლოოდ პარლამენტი დაამტკიცებს. აქედან 3-ს საპარლამენტო უმრავლესობა წარადგენს.