ახალი ამბები

გიორგი მარგველაშვილი ზაზა სარალიძესთან შესახვედრად პარლამენტთან მივიდა

1 ივნისი, 2018 •
გიორგი მარგველაშვილი ზაზა სარალიძესთან შესახვედრად პარლამენტთან მივიდა

საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი პარლამენტის შენობასთან ზაზა სარალიძესთან შესახვედრად მივიდა.

შეხვედრა პარლამენტის შენობის წინ გაშლილ ერთ-ერთ კარავში მიმდინარეობს.


თბილისში, ხორავას ქუჩაზე მოკლული ლევან დადუნაშვილის მკვლელობის საქმეზე თბილისის საქალაქო სასამართლომ 31 მაისს გამამტყუნებელი განაჩენი გამოიტანა. რაც შეეხება იმავე ჩხუბის დროს მოკლულ დავით სარალიძეს, მისი მკვლელობის საქმეზე მოსამართლემ ბრალი მკვლელობიდან მკვლელობის მცდელობაზე გადააკვალიფიცირა. შესაბამისად, ამ დროისათვის უცნობია, ვინ მოკლა არასრულწლოვანი დავით სარალიძე.

სასამართლოს გადაწყვეტლების გამოცხადების შემდეგ, მოკლულის მამა ზაზა სარალიძე და მისი მხარდამჭერები პროკურატურასთან მივიდნენ და საპროტესტო აქცია გამართეს. დავით სარალიძის მამა აცხადებს, რომ სანამ მისი შვილის მკვლელებს არ დააკავებენ და არ დაისჯება ყველა დამნაშავე, მათ შორის, პროკურორები, აქციებს არ შეწყვეტს. სარალიძე გამოძიების ხელახლა ჩატარებას ითხოვს.

მასალების გადაბეჭდვის წესი