ახალი ამბები

პოლიციელმა კაცი მოკლა, ხოლო ქალი დაჭრა – რუსთავი 2

1 ივნისი, 2018 • 4374
პოლიციელმა კაცი მოკლა, ხოლო ქალი დაჭრა – რუსთავი 2

რუსთავი 2-ის ინფორმაციით, თბილისში, წერეთლის გამზირზე, პოლიციის მოქმედმა თანამშრომელმა ცეცხლსასროლი იარაღით კაცი მოკლა, ხოლო ქალი დაჭრა.

მკვლელობის ფაქტი შინაგან საქმეთა სამინისტროში დაგვიდასტურეს. შსს-ს ცნობით, ბრალდებული უკვე დაკავებულია, ხოლო გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 11 პრიმა 19-109 მუხლით მიმდინარეობს, რაც დამამძიმებელ გარემოებაში განზრახ მკვლელობას გულისხმობს.

როგორც რუსთავი 2 წერს, პოლიციელმა ქალი დაჭრა, ხოლო მისი ყოფილი ქმარი მოკლა. კურიერის ინფორმაციით, ბრალდებულმა იარაღიდან ბავშვების თვალწინ გახსნა ცეცხლი.

მასალების გადაბეჭდვის წესი