ახალი ამბები

ბაბჩენკო ცოცხალია – “მკვლელობა” ინსცენირებული იყო

30 მაისი, 2018 •
ბაბჩენკო ცოცხალია – “მკვლელობა” ინსცენირებული იყო

ჟურნალისტი ანდრეი ბაბჩენკო ცოცხალია, მისი “მკვლელობა” ინსცენირებული იყო. გუშინ, 29 მარტს გავრცელდა ინფორმაცია, თითქოს კიევში თავდასხმის შედეგად ჟურნალისტი მოკლეს, თუმცა დღეს, 30 მაისს, მან პრესკონფერენცია გამართა. ამის შესახებ UNIAN წერს.

უკრაინის უსაფრთხოების სამსახურის ინფორმაციით, ანდრეი ბაბჩენკოს მკვლელობას რუსეთის სპეცსამსახური მართლაც აპირებდა, რის შესახებაც მათ წინასწარ იცოდნენ. მათივე თქმით, უსაფრთხოების სამსახურმა ამ საქმეზე ერთი პირი უკვე დააკავა.

BBC-ის ინფორმაციით, საგანგებო პრესკონფეცენციაზე ბაბჩენკომ განაცხადა, რომ საქმის გამოძიება ორი თვის წინ დაიწყო, თუმცა უკრაინის უსაფრთხოების სამსახურმა სპეცოპერაციის შესახებ მას ერთი თვის წინ უთხრა.

“ხალხი მოვიდა ჩემთან და მითხრა, რომ შენ “დაკვეთილი ხარ. ფული უკვე გადაცემულია, 40 ათასი დოლარი. მაჩვენეს დოკუმენტები, ჩემი საპასპორტო ინფორმაცია, ჩემი ფოტო, რომელიც პასპორტში მაქვს. ნათელი გახდა, რომ ინფორმაცია რუსეთიდან მოდის. ამ ფოტოს მოპოვება შესაბამისი უწყებიდან მხოლოდ სპეცსამსახურს შეეძლო,” – განაცხადა ჟურნალისტმა.

გარდა ამისა, ანდრეი ბაბჩენკომ მოუბოდიშა თავის მეგობრებსა და ცოლს.

“მე ხშირად შევსწრებივარ ჩემი მეგობრების სიკვდილს და ვიცი,,ეს რა შეგრძნებაა. მე ჯერ კიდევ ცოცხალი ვარ. ვერ მოესწრებიან,” – განაცხადა ბაბჩენკომ.

მასალების გადაბეჭდვის წესი