ახალი ამბები

კიევში რუსეთიდან გაქცეული ჟურნალისტი არკადი ბაბჩენკო მოკლეს

29 მაისი, 2018 • 2373
კიევში რუსეთიდან გაქცეული ჟურნალისტი არკადი ბაბჩენკო მოკლეს

რამდენიმე საათის წინ უკრაინის დედაქალაქში ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლით მოკლეს რუსი ჟურნალისტი არკადი ბაბჩენკო. უკრაინული მედიის ინფორმაციით, არკადი ბაბჩენკო ცოლმა სახლში დაჭრილი იპოვა. მას ტყვია ზურგში აქვს ნასროლი. ჟურნალისტი საავადმყოფოში მიყვანამდე გარდაიცვალა.

არკადი ბაბჩენკო წლების განმავლობაში რუსული მედიისთვის ომს აშუქებდა, მათ შორის, რუსეთ–საქართველოს ომს 2008 წელს. ის ცხინვალშიც იმყოფებოდა. მიუხედავად იმისა, რომ ბაბჩენკო წლების განმავლობაში რუსული სამთავრობო ტელეარხებისთვის მუშაობდა, ბოლო წლებში მკვეთრად დაუპირისპირდა  რუსეთის ხელისუფლებას და იძულებული გახდა, რომ რუსეთი დაეტოვებინა. როგორც ის აცხადებდა, მის თავისუფლებას რუსეთში საფრთხე ემუქრებოდა. თუმცა ჟურნლისტს დეტალურად არ უსაუბრია მომდინარე მუქარის შესახებ.

არკადი ბაბჩენკო აქტიურად წერდა როგორც სხვადასხვა სოციალურ ქსელში, ისე პირად ბლოგზეც. ის ბოლო პერიოდში მკვეთრად აკრიტიკებდა რუსეთის ხელისუფლების ქმედებებს 2008 წლის აგვისტოს ომში და წერდა, რომ რუსეთი რეალური ომის კვალდაკვალ აწარმოებდა პროპაგანდისტულ ომს და ცდილობდა, დეზინოფრმაცია გაევრცელებინა ომის შესახებ. ბაბჩენკო არაერთ სტატიაში წერს კონკრეტულ ფაქტებზე, როდესაც აგვისტოს ომის შესახებ რუსეთის ხელისუფლება ტყუილს ავრცელებდა. ის ამბობდა, რომ ამ ტყუილების თვითმხილველი პირადად იყო.

მასალების გადაბეჭდვის წესი