საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე გიორგი ჩერქეზიშვილი გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის ტრანსპორტისა და ციფრული ინფრასტრუქტურის სამინისტროს სახელმწიფო მდივანს გუიდო ბერმანს შეხვდა. მხარეებმა ორ ქვეყანას შორის ტრანსპორტის, ლოგისტიკის და კავშირგაბმულობის სფეროში თანამშრომლობის გაღრმავების საკითხები განიხილეს.
შეხვედრაზე განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო საქართველოზე გამავალი ე.წ. ,,შუა დერეფნის” გამოყენების საკითხებს. მხარეებმა ასევე განიხილეს საზღვაო ტრანსპორტის სფეროშითანამშრომლობის გაღრმავებისა და ტექნიკური დახმარების გამოყოფის საკითხები. შეხვედრის ფარგლებში, ხელი მოეწერა საზღვაო ტრანსპორტის სფეროში თანამშრომლობის ორ დოკუმენტს:
,,გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის ტრანსპორტისა და ციფრულიინფრასტრუქტურის სამინისტროსა და საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს შორის საზღვაო ტრანსპორტის სფეროში თანამშრომლობის განზრახულობათა ერთობლივ დეკლარაციასა“ და ,,გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის ტრანსპორტისა და ციფრული ინფრასტრუქტურის სამინისტროსა და საქართველოსეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს შორის საზღვაო პორტებისა და ლოგისტიკის სფეროში თანამშრომლობის განზრახულობათა ერთობლივ დეკლარაციას“.
დოკუმენტების თანახმად, ორივე მხარემ აიღო ვალდებულება, გააღრმავონ თანამშრომლობა საზღვაო ტრანსპორტის სფეროში საზღვაო გარემოს დაცვის, უსაფრთხოებისა და უშიშროებისკუთხით, ასევე, მხარეები ერთობლივად იმუშავებენ პორტების ინფრასტრუქტურის ფუნქციონირების გაზრდაზე, როგორც მნიშვნელოვანი ლოგისტიკური ჰაბის, რომელიცსაერთაშორისო სატრანსპორტო გადაზიდვების ზრდისა და მზარდი ორმხრივი ეკონომიკური ურთიერთობების წინაპირობაა.
შეხვედრა გერმანიის ქალაქ ლაიფციგში საერთაშორისო სატრანსპორტო ფორუმის ყოველწლიური სამიტის ფარგლებში გაიმართა.