ახალი ამბები

სამშენებლო კომპანია უსაფრთხოების წესების დარღვევისთვის 30 000 ლარით დაჯარიმდა

24 მაისი, 2018 • 1778
სამშენებლო კომპანია უსაფრთხოების წესების დარღვევისთვის 30 000 ლარით დაჯარიმდა

თბილისის მერიის ზედამხედველობის სამსახურის ინფორმაციით, სამშენებლო კომპანია “შპს მეტი დველოპმენტი”, უსაფრთხოების ზომების დარღვევის გამო, 30 000 ლარით დაჯარიმდა. ამის შესახებ ნეტგაზეთს მერიის პრესსამსახურში უთხრეს.

უწყების ინფორმაციით, კომპანიას ჯარიმა 23 მაისს გამოუწერეს. გარდა ამისა, მას დარღვევების აღმოფხვრამდე სამუშაოს გაგრძელების უფლება შეუჩერდება.

სურათი, სადაც მაღალსართულიან შენობაზე ტომრებით გამაგრებულ ხის კონსტრუქციაზე მუშა დგას, ფეისბუკზე რამდენიმე სხვა მომხმარებლებთან ერთად დეპუტატმა დიმიტრი ცქიტიშვილმაც გაავრცელა.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი