ახალი ამბები

კალაძე: თბილისში ცხოველების კვებისთვის განკუთვნილი აპარატები დაიდგმება

24 მაისი, 2018 • 2548
კალაძე: თბილისში ცხოველების კვებისთვის განკუთვნილი აპარატები დაიდგმება

დედაქალაქის მერი კახა კალაძე აცხადებს, რომ თბილისში ცხოველთა კვებისთვის განკუთვნილი აპარატები დაიდგმება.

„სულ ცოტა ხნის წინ წამოვიწყეთ ახალი პროექტი,  შევქმენით პლატფორმა – „შენი იდეა ქალაქის მერს“, სადაც დედაქალაქის მოსახლეობას მივეცით შესაძლებლობა, რომ თავიანთი ხედვები, იდეები, პროექტები წარმოადგინონ, თუ რისი განხორციელებაა შესაძლებელი ჩვენს ქალაქში. აქტიურობა ძალიან დიდია.  ამჟამად ათი იდეაა განხილვის პროცესში და მათგან ორის შესახებ უკვე დადებითი გადაწყვეტილებაა მიღებული. მათ შორის, ერთ-ერთი იდეაა სხვადასხვა ლოკაციაზე ცხოველთა კვებისთვის განკუთვნილი აპარატების დაყენება“, – განაცხადა კახა კალაძემ.

კალაძის თქმით, აღნიშნული იდეის განხორციელება მიმდინარე წელს იგეგმება.  აპარატების მოვლასა და ექსპლოატაციას კი ცხოველთა მონიტორინგის სააგენტო უზრუნველყოფს. კალაძე მიიჩნევს, რომ ეს წამოწყება უფრო მეტ მოქალაქეს ჩართავს ცხოველების კვებაში.

მასალების გადაბეჭდვის წესი