Interviewsახალი ამბები

The Guardian: დონალდ ტრამპი საკუთარი iPhone-ის უსაფრთხოებას არ იცავს

23 მაისი, 2018 • 2177
The Guardian: დონალდ ტრამპი საკუთარი iPhone-ის უსაფრთხოებას არ იცავს

აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი საკუთარი iPhone-ის უსაფრთხოების დასაცავად წესებს არ ითვალისწინებს იმიტომ, რომ მისი თქმით, ეს “ზედმეტად არაკომფორტულია”. როგორც The Guardian წერს, ტრამპი უკვე ხუთი თვეა, რაც უსაფრთხოების შემოწმებას გაურბის.  

გამოცემის ინფორმაციით, დონალდ ტრამპი, როგორც მინიმუმ, ორ  iPhone-ს იყენებს, რომელთა შემოწმებასაც თავს არიდებს. თეთრი სახლის თქმით, ერთი სატელეფონო ზარებისთვის არის, ხოლო მეორე Twitter-ისთვისაა განკუთვნილი.

მაშინ, როდესაც სატელეფონო საუბრებისთვის განკუთვნილი მობილური ტელეფონები თეთრი სახლის თანამშრომლებს გადაეცემათ და მისი შიდა უსაფრთოხების სისტემა განსხვავებული და, შესაბამისად, უფრო მდგრადია ჰაკერული თავდასხმების მიმართ,  Twitter-ის ტელეფონისთვის მსგავსი შემოწმებების ჩატარება დონალდ ტრამპს არ უნდა.

მიუხედავად იმისა, რომ აშშ-ის პრეზიდენტს შეუძლია, არ გაითვალისწინოს თეთრი სახლის რეკომენდაცია, როგორც უსაფრთხოების სამსახური წარმომადგენლები აღნიშნავენ, უსაფრთხოების დაცვის ნორმების უგულებელყოფა ქვეყნის უსაფრთხოებას აყენებს დარტყმის ქვეშ. მათივე თქმით, ეს საფრთხე განსაკუთრებით მძაფრდება ისეთ ქვეყნებზე საუბრისას, როგორიცაა რუსეთი და ჩინეთი.

თეთრმა სახლმა საკუთარ თანამშრომლებს შენობის მარჯვენა ფლიგელში პირადი მობილური ტელეფონებით სარგებლობა იანვარში აუკრძალა. როგორც გავრცელებულ განცხადებაში განმარტავდნენ, ტექნოლოგიური სისტემების უსაფრთხოება ტრამპის ადმინისტრაციისთვის ერთ-ერთი პრიორიტეტია.

მასალების გადაბეჭდვის წესი