ახალი ამბები

თბილისის ტექნოპარკში „სტარტაპ კვირეული“ გაიხსნა

23 მაისი, 2018 •
თბილისის ტექნოპარკში „სტარტაპ კვირეული“ გაიხსნა

„სტარტაპ კვირეული“ თბილისის ტექნოპარკში 22- 26 მაისს გაიმართება და მის ფარგლებში სტარტაპები  ყველა შესაძლებლობას გაეცნობიან, რასაც სახელმწიფო და კერძო ორგანიზაციები მათ იდეის გენერირებიდან მის რეალობად ქცევამდე სთავაზობენ. პროექტი დამწყები ბიზნესების წარმომადგენლებისთვის  ინდივიდუალურ კონსულტაციებს მოიცავს მაღალკვალიფიციური უცხოელი მენტორებისგან.

„სტარტაპ კვირეული“ პრეზიდენტის ადმინისტრაციას, საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოსა და თიბისი ბანკს შორის  გაფორმებული თანამშრომლობის მემორანდუმის ფარგლებში იმართება. კვირეულის მიზანიასაქართველოში სტარტაპეკოსისტემის გაუმჯობესების ხელშეწყობა და ისეთი სივრცის შექმნა, სადაც სტარტაპ ეკოსისტემის მოთამაშეები დაამყარებენ საქმიან კავშირებს.

„სტარტაპ კვირეული“  შედეგზე ორიენტირებული პროექტია, რომელიც  რეგულარულ სახეს მიიღებს დაწელიწადში ორჯერ ჩატარდება, ზუგდიდისა და თბილისის ტექნოპარკში .

პროექტი თბილისის შემდეგ  უკვე ზუგდიდში გადაინაცვლებს, სადაც ანალოგიური ღონისძება 26-29 ივნისს გაიმართება.

დეტალური ინფორმაციისთვის ეწვიეთ ვებგვერდს: www.startupweek.ge

მასალების გადაბეჭდვის წესი