ახალი ამბები

პუტინის მიერ ნაქებმა რაკეტამ ჰაერში 2 წუთზე მეტი ვერ გაძლო – CNBC

23 მაისი, 2018 • 3487
პუტინის მიერ ნაქებმა რაკეტამ ჰაერში 2 წუთზე მეტი ვერ გაძლო – CNBC

CNBC-ის ინფორმაციით, რუსეთის მიერ წარმოებული რაკეტის საცდელი გაშვება წარუმატებელი აღმოჩნდა. ეს ის რაკეტაა, რომელზეც ვლადიმირ პუტინი აცხადებდა, რომ შეუზღუდავი მოქმედების არეალი ჰქონდა.

ინფორმირებულ წყაროზე დაყრდნობით, რომელსაც გამოცემის ცნობით ნანახი აქვს აშშ-ის სადაზვევრო სამსახურის შესაბამისი ანგარიში, CNBC  წერს, რომ რუსული რაკეტა 2017 წლის ნოემბერში და 2018 წლის თებერვალში რამდენჯერმე გამოსცადეს, თუმცა ორივე ცდაზე მალევე ჩამოვარდა. ამავე ინფორმაციის მიხედვით,  საცდელი გაშვებისას რაკეტა ჰაერში  ორ წუთზე მეტხანს იყო და დაახლოებით 22 მილი (დაახლოებით 35 კმ.) იფრინა, მერე კი ჩამოვარდა.

CNBC-ის ინფორმაციით, რაკეტის გამოცდამ აშკარად აჩვენა, რომ ბირთვული სიმძლავრის რაკეტამ მარცხი განიცადა და ვერ შეძლო რეალობაში დაემტკიცებინა ვლდიმერ პუტინის მიერ გაცხადებული განუსაზღვრელი საჰაერო შესაძლებლობა. გამოცემა წყაროზე დაყრდნობით წერს, რომ რაკეტის სატესტო რეჟიმში გამოცდის ბრძანება კრემლიდან მოდიოდა და რაკეტის ინჟინრების წინააღმდეგობის მიუხედავად, საგამოცდო გაშვება მაინც განხორციელდა.  CNBC-ის ინფორმაციით, ინჟინრების მტკიცებით, რაკეტის სისტემა ბოლომდე დასრულებული არ იყო.

CNBC-ის მიერ გავცელებულ ინფორმაციას კრემლის პსრესსპიკერი დიმიტრი პესკოვი გამოეხმაურა და ჟურნალისტებს მოუწოდა, ამერიკული მედიის ნაცვლად პრეზიდენტ პუტინს მოუსმინონ და მას ენდონ.

 

ამავე თემაზე გირჩევთ

“ახლა ისინი მოგვისმენენ” – პუტინმა ახალი ბირთვული იარაღი წარადგინა

მასალების გადაბეჭდვის წესი