ახალი ამბები

ოშკის გუმბათის აღდგენა იწყება – საელჩო

21 მაისი, 2018 • 3475
ოშკის გუმბათის აღდგენა იწყება – საელჩო

თურქეთში საქართველოს საელჩოს ცნობით, თურქეთის ტერიტოროაზე მდებარე ქართული ძეგლის, ოშკის გუმბათის გამაგრებითი სამუშაოები დაიწყო.

საელჩოს ინფორმაციით, 2018 წლის 20 მაისს საქართველოსა და თურქეთს შორის ხელმოწერილი 5-წლიანი პროგრამის ფარგლებში და ქართული მხარის მოთხოვნის შესაბამისად, თურქულმა მხარემ გადაუდებელი პროექტის სახით დაიწყოს ოშკის გუმბათის გამაგრებითი სამუშაოები ქართული მხარის მიერ გადაცემული ძალოვანი ხარაჩოს პროექტის საფუძველზე.

ამ ეტაპზე ტერიტორიის შემოზღუდვა და ჩარჩოს დასამონტაჟევბლად მოსამზადებელი სამუშაოები დაიწყო. შემდეგ ეტაპზე განსაზღვრულია ოშკის ძირითადი სარეაბილიტაციო სამუშაოების წარმოება, რომელიც 5-წლიანი პროგრამის შესაბამისად ერთობლივად უნდა განხორციელდეს ქართველი და თურქი სპეციალისტების მიერ.

საელჩო მოუწოდებს ტურისტულ ჯგუფებს, რომ გაგებით მოეკიდონ სამუშაოებთან დაკავშირებულ პროცედურებს და ტაძარში შესვლაზე შესაძლო შეზღუდვებს.

ისტორიული ცნობების მიხედვით, ოშკის ტაძარი მეათე საუკუნის 50-60 წლებშია აშენებული.

მასალების გადაბეჭდვის წესი