ახალი ამბები

ჭიათურის მაღაროში მუშა დაშავდა

20 მაისი, 2018 • 1441
ჭიათურის მაღაროში მუშა დაშავდა

ჭიათურის მაღაროში მუშა დაშავდა. შსს-ს ინფორმაციით, საქმეზე გამოძება სისხლის სამართლის კოდექსის 240-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც სამთო, სამშენებლო ან სხვა სამუშაოს წარმოებისას უსაფრთხოების წესის დარღვევას გულისხმობს. შსს-ს თანახმად, შემთხვევა დღეს, 20 მაისს დილით მოხდა.

ტელეკომპანია “რუსთავი 2”-ის ინფორმაციით, დაშავებული 32 წლის ალექსანდრე დეკანოიძეა და ის ქუთაისის ცენტრალურ საავადმყოფოშია გადაყვანილი. ექიმის თამაზ გრძელიძის განცხადებით, დაშავებულის მდგომარეობა სტაბილურად მძიმეა.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი