ახალი ამბები |

გახარია: “ლურჯ ვეშაპსა” და სუიციდის ფაქტებს შორის კავშირი არ დასტურდება

18 მაისი, 2018 | | 1766
გახარია: “ლურჯ ვეშაპსა” და სუიციდის ფაქტებს შორის კავშირი არ დასტურდება

შინაგან საქმეთა მინისტრმა გიორგი გახარიამ პარლამენტში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, რომ “ლურჯ ვეშაპსა” და სუიციდის ფაქტეს შორის კავშირი არ დადგენილა არც საქართველოში და არც  სხვა ქვეყნების გამოცდილებით.

ამის შესეხებ გახარიამ პარლამენტში  18 მაისს ისაუბრა.

“ჩვენ ვერც ერთ შემთხვევაში, ვერ ცერთი გამოძიების პირობებში ვერ დავადასტურეთ, რომ რაიმე კავშირი იმ თამაშებსა და სუიციდის შემთხვევებს, ან მცდელობებს შორის იყო. მაქსიმალურად ვეცადეთ და გამოძიების პროცესი გრძელდება “ლურჯი ვეშაპით” დაწყებული “ჩარლით” დამთავრებული, ყველაზე გამოყოფილი გვყავს ხალხი, ვინც ამაზე მუშაობს. ვერც სხვა ქვეყნების გამოცდილებაში ვნახეთ ამის დადასტურება. გვესმის, რომ ეს არის გამოწვევა, ამ მიმართულებით მუშაობას ვაგრძელებთ და გავაგრძელებთ,”- განაცხადა გახარიამ.

მასალების გადაბეჭდვის წესი