ახალი ამბები

გახარიას თქმით, 13 მაისის კონტრაქცია სტიქიური იყო და არა ფაშისტური ძალების ორგანიზებული

18 მაისი, 2018 • 1862
გახარიას თქმით, 13 მაისის კონტრაქცია სტიქიური იყო და არა ფაშისტური ძალების ორგანიზებული

შინაგან საქმეთა მინისტრმა, გიორგი გახარიამ დღეს, 18 მაისს, პარლამენტში დეპუტატების კითხვებზე პასუხის გაცემისას 14 მაისს პარლამენტთან გამართული აქციის დაშლასთან დაკავშირებით განამრტებას აკეთებს.

“პოლიცია [აქციების დროს] ყველაფერს აჩერებდა და ახერხებდა. თქვენ თუ გაინტერესებთ ჩემი განცხადება იმის შესახებ, თუ რა იყო პლატფორმა ორგანიზატორებთან საუბრის დროს, ძირითადი პლატფორმა იყო შემდეგი: ის, რომ ჩვენ ვიძლევით უსაფრთხოების 100%-იან გარანტიას, როგორც 17 მაისს. თუმცა ახლა ძალიან დიდია პოზიციების რადიკალიზაციის დონე ორივე მხარეს, ერთ მხარეს კი- განსაკუთრებით. ეს იყო აბსოლტურად სტიქიური ყრილობა. ეს არ იყო ორგანიზებული, ეს არ იყო სპეციალური ფაშისტური ორგანიზაციების ორგანიზებული. თავიდან ეს იყო სტიქიური მოძრაობა, თუმცა ამ პირობებში ჩვენ არანაირი პრობლემა არ გვქონდა და სრულად ვაკონტროლებდით სიტუაციას,” – განაცხადა გიორგი გახარიამ.

მისივე თქმით, იმის გათვალისწინებით, რომ 17 მაისი ახლოვდებოდა, “რადიკალიზაციის დონის” აწევა სერიოზულ გამოწვევებთან იყო დაკავშირებული.

“ამიტომ ვითხოვეთ, თუ შევთანხმდებით, რომ თუ იყო ადამიანების უფლებების დარღვევის ან პოლიციის მხრიდან  უფლებამოსილების გადამეტების ფაქტი, დაისჯებოდნენ.  არავინ გიზღუდავთ გამოხატვის თავისუფლებას, ორი დღეა პოლიცია თქვენზე ზრუნავს. ხომ არ არის დრო, 17 მაისის წინ დავწიოთ რადიკალიზაციის დონე და ორშაბათს მივცეთ თბილისს მუშაობის შესაძელებლობა. ვერანაირ პრობლემას აქ ვერ ვხედავდი და არანაირ ფსქიოლოგიურ ძალადობას ადგილი არ ჰქონია,” – აღნიშნა გიორგი გახარიამ.

მან ასევე ისაუბრა აქციის მონაწილეების შესახებაც და ხაზი გაუსვა, რომ შსს-მ იცოდა, შეკრებილთა უმეტესობას ნარკოტიკებთან კავშირი არ ჰქონია.

“ძალადობას ადგილი არ ჰქონია ერთადერი მიზეზის გამო: ჩვენ გვესმის, რომ ეს არის ამ ქვეყნის მომავალი და ისიც გვესმის, რომ იმ ახალგაზრდებიდან დიდ ნაწილს არც ნარკოტიკების გავრცელებასთან აქვს კავშირი და არც მოხმარებასთნ. უბრალოდ, არასწორი ძალების მიერ იყო გარკვეული ენერგიის გამოყენება. ამიტომ მივაღწიეთ შეთანხმებას. ფაშიზმი არის გარკვეული კანონსაწინააღმდეგო გამოვლენა, რომელსაც უნდა ველაპარაკოთ, დავსაჯოთ და მივეპყროთ კანონით. ძალადობის ყველა გამოვლინება არ დარჩება რეაგირების გარეშე. მათ შორს, ესეც. არავის არავინ არ დაუშლია, იყო მიღწეული გონივრული შეთანხმება და ამის შედეგი იყო, რომ ჩვენ და თქვენ 17 მაისი ჩავატარეთ მშვიდად და დადგა შედეგი, რომ ორშაბათს ქალაქმა იცხოვრა ჩვეულებრივი რეჟიმით და ახლა ვართ ჩვეულებრივი დიალოგის რეჟიმში. მივაღწევთ იმ შედეგს, რომელიც ორივე მხარისთივს მისაღები იქნება,” – განაცხადა მან.

მასალების გადაბეჭდვის წესი