ახალი ამბები

გახარია: ბერას კლიპი საერთოდ არ მინახავს, ფეისბუკი არ მაქვს

18 მაისი, 2018 • 2409
გახარია: ბერას კლიპი საერთოდ არ მინახავს, ფეისბუკი არ მაქვს

შინაგან საქმეთა მინისტრმა, გიორგი გახარიამ დღეს, 18 მაისს, პარლამენტში სიტყვით გამოსვლისას დეპუტატების კითხვის საპასუხოდ თქვა, რომ საერთოდ არ უნახავს ბერა ივანიშვილის კლიპი მარიხუანის ლეგალიზების შესახებ.

“ფეისბუქი საერთოდ არ მაქვს”, – თქვა გიორგი გახარიამ. მისივე განმარტებით, კლუბებში სპეცოპერაცია სამი თვით ადრე დაიგეგმა და კავშირი არ აქვს ბიძინა ივანიშვილის შვილის კლიპის გამოქვეყნებასთან.


მას შემდეგ, რაც თბილისში, სავარაუდოდ, დაუდგენელი ნივთიერებით რამდენიმე ადამიანის დაღუპვის შესახებ გახდა ცნობილი, 6 მაისს ბერამ ფეისბუქის პირად გვერდზე განცხადება გაავრცელა და თქვა, რომ კლუბ “ბასიანში” მომხდარი “მკვლელობების” გამოძიებით დაინტერესბულია:

“ვისაც შეგიძლიათ თეთრის შავისგან გარჩევა და სიმართლის დანახვა: კლუბი “ბასიანი” ჩემი არასდროს ყოფილა, არც რამე კავშირი მაქვს მის მფლობელებთან და არასდროს ვყოფილვარ ამ დაწესებულებაში. პირადად მე და მთელს ჩემს ოჯახს დიდი სურვილი გვაქვს ამ კლუბში მომხდარი “მკვლელობების“ გამოძიებისა და დამნაშავეების სასტიკი დასჯის. იმედია ასეც მოხდება. მე კი გულწრფელად თანავუგრძნობ გარდაცვლილთა ოჯახებს და ვიზიარებ მათ მწუხარებას”,- წერდა ბერა.

ამის შემდეგ კლუბებში, “გალერი” და “ბასიანი” სამართალდამცავებმა 12 მაისს, შუაღამისას, დაახლოებით პირველ საათზე, სპეცოპერაცია ერთდროულად დაიწყეს.

უკვე 13 მაისს კი ბერა ივანიშვილმა გამოაქვეყნა კლიპი მარიხუანის ლეგალიზების მოთხოვნით.

მასალების გადაბეჭდვის წესი