ახალი ამბები

მინისტრი – ზურაბ ჯაფარიძე პოლიციამ წინააღმდეგობის გაწევის გამო დააკავა

18 მაისი, 2018 •
მინისტრი – ზურაბ ჯაფარიძე პოლიციამ წინააღმდეგობის გაწევის გამო დააკავა

შინაგან საქმეთა მინისტრმა, გიორგი გახარიამ პარლამენტში გამოსვლისას 12 მაისს “გირჩის” ლიდერის, ზურაბ ჯაფარიძის დაკავების შესახებ ისაუბრა. მინისტრის განცხადებით,  “გირჩის” პრეზიდენტობის კანდიდატი იმიტომ დააკავეს, რომ პოლიციას წინააღმდეგობას უწევდა.

“ზურაბ ჯაფარიძე პოლიციამ წინააღმდეგობის გაწევის გამო დააკავა. დაკავების წინ ბატონ ჯაფარიძეს თავისუფლად შეეძლო, როგორც პირდაპირ ეთერში და ინტერნეტის საშუალებით არაერთხელ შეურაცხყოფა მიუყენებია პოლიციელისთვის, ასევე მოქცეულიყო. იმ მომენტში პოლიციის ამოცანა იყო, რომ  წინააღმდეგობის ყველა ფაქტზე რეაქცია ჰქონოდათ. შესაძლოა, დაკავების მომენტი, რომელიც გადაღებულია, ნაწილობრივ იქ ბატონი ჯაფარიძე არც წინააღმდეგობას უწევს და არც შეურაცხყოფას აყენებს პოლიციას, თუმცა ამის დამადასტურებელი ბევრი ფაქტი შემიძლია მოგიყვანოთ,”-განაცხადა გიორგი გახარიამ.

ზურაბ ჯაფარიძე 12 მაისს, გამთენიისას, პარლამენტის  შენობის წინ გამართულ აქციაზე დააკავეს. ჯაფარიძის თქმით, სამართალდამცველებმა მას დაკავების ზუსტი მიზეზი ვერ უთხრეს. მისი აზრით, ის სიტუაციას გაარიდეს.

მასალების გადაბეჭდვის წესი