ახალი ამბები

შსს: 17 მაისის აქციაზე თავდამსხმელის სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობა დადგება

17 მაისი, 2018 • 5927
შსს: 17 მაისის აქციაზე თავდამსხმელის სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობა დადგება
საქართველოს მთავრობის კანცელარიასთან მიმდინარე ანტიჰომოფიბიურ აქციაზე გამომსვლელზე თავდამსხმელი დაკავებული ძალადობის მუხლით (სსკ-ს 126-ე მუხლით).

შსს-ს განმარტებით, თავდამსხმელი 22 წლის არის.

ასევე აცხადებს, რომ გამოძიების პროცესში დისკრიმინაციის მოტივს გამოკვეთენ.

“აღნიშნული პირი, რომელიც გახლავთ 22 წლის, უკვე დაკავებულია. თავისთავად ცხადია, გამოძიება დაწყებულია, სისხლის სამართლის წესით არის იგი დაკავებული, ძალადობის მუხლით. თავისთავად ცხადია, გამოძიების პროცესში მოხდება დისკრიმინაციის მოტივის გამოკვეთა მის მიერ ჩადენილ დანაშაულში. ამჟამად მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებების ჩატარება. დაზარალებულის ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია, მას დაუყოვნებლივ სამედიცინო დახმარება გაეწია.

შინაგან საქმეთა სამინისტრო აცხადებს, რომ აღნიშნული საქმე ძალიან სწრაფად იქნება გამოძიებული და თავისთავად ცხადია, დადგება ამ პირის სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობის საკითხი. ამჟამად მიმდინარეობს ამ პიროვნებაზე უფრო მეტი ინფორმაციის მოძიება და იდენტიფიცირება და უფრო მეტ მონაცემებს მოგაწვდით ცოტა მოგვიანებით,”- განაცხადა შსს-ს ადამიანის უფლებათა დეპარტამენტის ხელმძღვანელმა ლონდა თოლორაიამ, რომლის კომენტარიც ნეტგაზეთს შსს-მ მიაწოდა.

ჰომოფობიის წინააღმდეგ მიმდინარე აქციაზე, რომელიც დღეს, 17 მაისს, მთავრობის კანცელარიის წინ მიმდინარეობს, სიტყვით გამომსვლელს უცნობი პირი თავს დაესხა სიტყვით გამომსვლელს. სამართალდამცავებმა აღნიშნული პირი რამდენიმე წუთში დააკავეს.

მასალების გადაბეჭდვის წესი