მისივე თქმით, დაზარალებულები ამჟამად საავადმყოფოში გადაიყვანეს და თავს კარგად გრძნობენ.
„ზვარეში ჩამოწოლილმა მეწყერმა ხულო-ადიგენის გზა გადაკეტა, რომელიც ახლა გახსნილია. მეწყერის დროს ნახევარტონიანი ლოდი დაეცა “მარშუტკას”, რომელსაც ჰესის მშენებლობაზე დასაქმებული მუშები გადაჰყავდა. მუშებს მოტეხილობები აქვთ და საავადმყოფოფში გადაიყვანეს,“ – განუცხადა მამუკა თურმანიძემ „ბათუმელებს“.
დილიდან შტორმია შავი ზღვის აჭარის სანაპიროზე. სარფის, ბათუმში ახალი ბულვარისა და ქობულეთის სანაპიროებზე შტორმის სიმძლავრემ ხუთ ბალს დღეს დილით მიაღწია.
„ღამემ ჩაიარა მშვიდ გარემოში, შტორმი და ქარი დილის ხუთ საათზე დაიწყო, ახლა სიმძლავრემ ხუთ ბალს გადააჭარბა. თუმცა სერიოზულ ზარალთან საქმე არ გვაქვს,“ – აცხადებს მამუკა თურმანიძე.
მისივე თქმით, სამაშველო სამსახური მობილიზებულია და სრულ მზადყოფნაშია. ბათუმის იახტკლუბში ყველა ის მცურავი საშუალება განთავსდა, რომელიც წინა საშტორმო პერიოდში აღმოჩნდნენ ღია ზღვაში. მამუკა თურმანიძის განცხადებით, შტორმი პიკს დღეს ღამით მიაღწევს, უკვე ხვალიდან გამოიდარებს და ამინდი დასტაბილურდება.