ახალი ამბები

აქციის მონაწილეები პრემიერის და შსს მინისტრის გადადგომას ითხოვენ

12 მაისი, 2018 •
აქციის მონაწილეები პრემიერის და შსს მინისტრის გადადგომას ითხოვენ

“ვიცეკვოთ ერთად ჩვენი თავისუფლებისთვის” – თბილისში, პარლამენტის შენობის მიმდებარე ტერიტორიაზე მიმდინარეობს აქცია, რომელიც პასუხია 12 მაისს, ღამით, თბილისის კლუბებში ჩატარებული სპეცოპერაციებისა.

აქციის მონაწილეები პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილის და შინაგან საქმეთა მინისტრ გიორგი გახარიას გადადგომას ითხოვენ.

ამის შესახებ აქციის ერთ-ერთმა მონაწილემ, თეთრი ხმაურის მოძრაობის წევრმა ბექა წიქარიშვილმა განაცხადა, რომელიც პოლიციამ წუხელ ღამე ადმინისტრაციული წესით დააკავა, დილით კი ხელწერილის საფუძველზე გაათავისუფლა.

აქციაზე ასობით მოქალაქე იმყოფება. მათ შორისაა პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანი ანა ნაცვლიშვილი.

ჩვენი თავისუფლებისთვის! ?

საპროტესტო აქცია კლუბეში ჩატარებული სპეცოპერაციისა და მკაცრი ნარკოპოლიტიკის წინააღმდეგ – ვითარება პარლამენტთან – LIVE ?

Posted by netgazeti.ge on Saturday, May 12, 2018

აქცია ღამის კლუბებში სპეცოპერაციისას პოლიციის ქმედებების გასაპროტესტებლად და ლიბერალური ნარკოპოლიტიკის მოთხოვნით. თბილისი, 12 მაისი, 2018. ფოტო: მიხეილ გვაძაბია / ნეტგაზეთი

  • სამართალდამცავებმა სპეცოპერაცია “გალერისა” და “ბასიანში” 12 მაისს, შუაღამისას, დაახლოებით პირველ საათზე, ერთდროულად დაიწყეს;
  • როგორც შსს ამბობს, ნარკოტიკების რეალიზაციის ბრალდებით 8 პირი დააკავეს, თუმცა ოპერაციის პარალელურად პოლიციამ კლუბების მიმდებარედ შეკრებილი ათეულობით ადამიანი დააკავა;
  • სპეცოპერაციის წინააღმდეგ პროტესტი პარლამენტთან გაგრძელდა. ათეულობით პოლიციელმა დემონსტრანტებს აქციის თავისუფლად ჩატარების უფლება არც აქ მისცა და ადამიანების დაკავება რუსთაველის გამზირზეც გააგრძელა;
  • დაკავებულთა შორის იყვნენ “თეთრი ხმაურის მოძრაობის” წევრი ბექა წიქარიშვილი და “გირჩის” პრეზიდენტობის კანდიდატი ზურაბ ჯაფარიძე.
  • პოლიციამ ადმინისტრაციული წესით დაკავებული ყველა პირი დილით ხელწერილით გაათავისუფლა. უცნობია, როდის განიხილავს ამ პირებზე შედგენილი ადმინისტრაციული სამართალდარღვევების საქმეებს სასამართლო.
  • შსს-მ 12 მაისს გამართულ ბრიფინგზე თქვა, რომ ნარკორეალიზაციის ბრალდებით დაკავებულთა წინააღმდეგ მოსამართლის განჩინების საფუძველზე ჩაწერილი ვიდეომტკიცებეულები აქვს.

მასალების გადაბეჭდვის წესი