“თეთრი ხმაურის მოძრაობა” პარლამენტისკენ მსველელობას იწყებს

“თეთრი ხმაურის მოძრაობის” ინფორმაციით, ისინი პარლამენტისკენ მსვლელობას იწყებენ. როგორც ფეისბუკ გვერდზე გავრცელებულ განცხადებაში წერია, მათი ინფორმაციით, “კაფე-გალერისა” და “ბასიანის” ტერიტორიაზე მოქალაქეების მასობრივი დაკავება მიმდინარეობს.

ვიწყებთ მსველელობას პარლამენტისკენ. მიუხედავად იმისა, რომ სპეცრაზმს გადაკეტილი აქვს გზები კლუბ "ბასიანთან" და "…

Posted by თეთრი ხმაურის მოძრაობა on 2018 წლის 11 მაისი, პარასკევი

დღეს, 12 მაისს, კლუბ “ბასიანსა” და “გალერიში”, შსს-ს ცნობით, ჩატარებული სპეცოპერაციის შედეგად ნარკოტიკული საშუალებების გასაღების ბრალდებით 8 პირი დააკავეს, თუმცა გაცილებით მეტია ადმინისტრაციული წესით დაკავებულთა რაოდენობა.

“ნეტგაზეთს” აქციის მონაწილეებმა მიაწოდეს ინფორმაცია, რომ სამართალდამცველებმა აქტივისტი ბექა წიქარიშვილი დააკავეს. დაკავებამდე ბექა წიქარიშვილი ითხოვდა პოლიციის ხელძღვანელობასთან შეხვედრას, რათა მასთან შეეთანხმებინა საპროტესტო მსვლელობის დეტალები.

12 მაისის დილის 4 საათის მონაცემებით, “ბასიანის” მიმდებარე ტერიტორიაზე მოქალაქეები თითქმის არ არიან დარჩენილი. სამართალდამცავებმა ისინი ძალის გამოყენებით გაიყვანეს.

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი
ნინო ბიძინაშვილი არის რეპორტიორი 2017 წლის 25 სექტემბრიდან