ახალი ამბები

ბექა წიქარიშვილი და დაახლოებით 4 ადამიანი ბასიანთან და გალერისთან დააკავეს

12 მაისი, 2018 • 1679
ბექა წიქარიშვილი და დაახლოებით 4 ადამიანი ბასიანთან და გალერისთან დააკავეს

კლუბ “გალერისთან”, ქუჩაში კიდევ ერთი ადამიანი დაკავეს, ხოლო კლუბ ბასიანთან- ბექა წიქარიშვილი და 3 ადამიანი, ისინი კლუბების მიმდებარე ტერიტორიაზე დააკავეს.

კლუბ ბასიანთან [03:36] წუთზე დააკავეს 3 ადამიანი მას შემდეგ, რაც ბასიანის მიმდებარე ტერიტორიაზე შეკრებილ ადამიანებსა და პოლიციას შორის ვითარება დაიძაბა. კლუბ ბასიანის მიმდებარედ ადამიანები არიან შეკრებილი, მათსა და პოლიციას შორის ვითარებდა დროდადრო იძაბება.

შედარებით მშიდი მდგომარეობაა კლუბ გალერისთან, თუმცა იქაც დააკავეს ერთი ადამიანი. იგი კლუბის მიმდებარედ იდგა, როდესაც პოლიციასა და მას შორის დაპირისპირება მოხდა, იგი პოლიციის მანქანაში ჩასვეს და წაიყვანეს.

“ნეტგაზეთს” აქციის მონაწილეებიდან ერთ-ერთმა მიაწოდა ინფორმაცია, რომ ერთ-ერთი აქტივისტი ბექა წიქარიშვილი დააკავეს. დაკავებამდე ბექა წიქარიშვილი მოითხოვდა, რომ ბასიანთან შეკრებილი ხალხი მსვლელობით წაეყვანა პარლამენტისკენ  და ითხოვდა პოლიციის ხელძღვანელობასთან შეხვედრას.

მასალების გადაბეჭდვის წესი