ახალი ამბები

უცხოელის ძარცვის საქმეზე ორ პირთან ერთად ტაქსის მძღოლიც დააკავეს

11 მაისი, 2018 • 1705
უცხოელის ძარცვის საქმეზე ორ პირთან ერთად ტაქსის მძღოლიც დააკავეს

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობთ, ჯგუფურად ჩადენილი ძარცვის ბრალდებით წარსულში ქურდობისა და ძალადობისთვის ნასამართლევი პირები –  1995 წელს დაბადებული ჯ. გ. და 1997  წელს დაბადებული  ო.ა. დააკავეს.

როგორც უწყება აცხადებს, გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულებმა თბილისში ირანის მოქალაქეს – 1987 წელს დაბადებულ ი.ა-ს  ფული, მობილური  ტელეფონი, პასპორტი და სახლის გასაღები წაართვეს, რის შემდეგაც შემთხვევის ადგილიდან მიიმალნენ. დანაშაულის ჩამდენი პირების, ასევე ფაქტის თვითმხილველი ტაქსის მძღოლის ვინაობა, რომელმაც აღნიშნული დანაშაული დაფარა,  შემთხვევიდან მოკლე დროში დაადგინეს და დააკავეს.

გამოძიება ჯგუფურად ჩადენილი ძარცვის ფაქტზე, საქართველოს სსკ-ს 178-ე მუხლის მე-3 ნაწილით მიმდინარეობს. დანაშაული 5-დან 8 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.

მასალების გადაბეჭდვის წესი