ახალი ამბები

საქართველოდან თურქეთში ექსპორტირებული ელენერგიის მოცულობა 61.4%-ით გაიზარდა

11 მაისი, 2018 • 2147
საქართველოდან თურქეთში ექსპორტირებული ელენერგიის მოცულობა 61.4%-ით გაიზარდა

საქართველოს ეკონომიკის სამინისტროს ცნობით, საქართველოდან თურქეთში ექსპორტირებული ელექტროენერგიის მოცულობა გაიზარდა და მიმდინარე წლის 9 მაისის მდგომარეობით 63 715 000 კვტ/სთ. შეადგინა.

სამინისტროს ინფორმაციით, საქართველოდან თურქეთში ექსპორტირებული ელექტროენერგიის მოცულობა დღეის მდგომარეობით 61.4%-ით აღემატება წინა წლის იმავე პერიოდის მონაცემს.

“ამჟამად თურქეთის მიმართულებით 324 მეგავატის მიწოდება ხდება, რაც რეკორდული მაჩვენებელია. გასულ წელს ამ მაჩვენებელმა 166 მეგავატი შეადგინა,  2016 წელს კი- 99 მეგავატი.  მიმდინარე წელს ექსპორტირებული ელექტროენერგიის მოცულობამ სულ შეადგინა 125 021 000 კვტ/სთ, რაც 208,5 %-ით აღემატება 2017 წლის რაოდენობას”, – ნათქვამია ეკონომიკის სამინისტროს განცხადებაში.

როგორც მინისტრი დიმიტრი ქუმსიშვილი ამბობს, აღნიშნული მატება განპირობებულია თურქეთის რესპუბლიკაში გაცემული ენერგიის რაოდენობის ზრდით, რამაც მიმდინარე წელს  50 261 000 კვტ/სთ. შეადგინა.

ამასთან, მაისში დაგეგმილია 238 195 000 კვტ/სთ. ელექტროენერგიის გაცემა, რაც 19,6%-ით აღემატება გასული წლის რაოდენობას.

ქუმსიშვილის განცხადებით, ექსპორტის მოცულობის მატება საქართველოს თურქულ მხარესთან ინტენსიური მუშაობის შედეგია, ამ საკითხზე ორმხრივ ფორმატში შეხვედრები თებერვალსა და აპრილში გაიმართა.

მასალების გადაბეჭდვის წესი