ახალი ამბები

ყოფილი ცოლის სარეცხი მანქანის ქურდობასა და ოჯახში ძალადობაში ბრალდებულს პატიმრობა მიუსაჯეს

10 მაისი, 2018 • 1432
ყოფილი ცოლის სარეცხი მანქანის ქურდობასა და ოჯახში ძალადობაში ბრალდებულს პატიმრობა მიუსაჯეს

თბილისის საქალაქო სასამართლომ ოჯახში ძალადობის, მუქარისა და ქურდობისთვის ბრალდებულს 4 წლით პატიმრობა მიუსაჯა. 

პროკურატურის ცნობით, ბრალდებული თ.ფ. 2014  წლიდან 2017 წლის 23 ნოემბრამდე არასრულწლოვან შვილსნ.ფ-ს  და ყოფილ მეუღლეს – მ.ა-ს არასრულწლოვანი შვილების თანდასწრებით სისტემატურად აყენებდა სიტყვიერ და ფიზიკურ შეურაცხყოფას, სცემდა მათ და აყენებდა დაზიანებებს.

გამოძიების ცნობით, იგი აშანტაჟებდა, ემუქრებოდა და ამცირებდა მათ. 2017 წლის 23 ნოემბერსდაახლოებით 03:00 საათზე, .ფ. ყოფილ მეუღლეს დანის გამოყენებით სიცოცხლის მოსპობით დაემუქრა. 

სასამართლო პროცესზე პროკურატურა ამტკიცებდა, რომ ფ. 2017 წლის ნოემბერში ფარულად დაეუფლა ყოფილი მეუღლის კუთვნილ, 670 ლარად ღირებულ სარეცხ მანქანას.

გამოძიების ცნობით, თ.ფ. 2017 წლის 12 დეკემბერს თბილისში დააკავეს. მას ბრალდება სისხლის სამართლის კოდექსის 1261მუხლის მეორე ნაწილის „ა”, „ბ” და „გ” ქვეპუნქტებით, 111 – 126-ე მუხლის მეორე ნაწილის „ა“, „დ“, „კ“ ქვეპუნქტებით,  111-151 მუხლის პირველი ნაწილით და 177-ე მუხლის მეორე ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით (ოჯახური ძალადობა, მუქარა და ქურდობა) წარედგინა და აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა.

თბილისის საქალაქო სასამართლომ თ.ფ. სრულად ცნო დამნაშავედ წარდგენილ ბრალდებებში და სასჯელის სახედ და ზომად წლით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა.

მასალების გადაბეჭდვის წესი