ახალი ამბები

ცხინვალის რეგიონში დაკავებული ორი პირი გაათავისუფლეს

28 ნოემბერი, 2013 •
ცხინვალის რეგიონში დაკავებული ორი პირი გაათავისუფლეს

“ერთ–ერთი მათგანის გათავისუფლება გუშინ მოხდა, მეორე კი დღეს გაათავისუფლეს”, – აცხადებენ შინაგან საქმეთა სამინისტროში.

 

25 იანვარს დაკავებული ზემო ხურვალეთის მცხოვრებლები, მალხაზ ვანიშვილი და გოჩა მაყაშვილი ორი დღის განმავლობაში ცხინვალის იზოლატორში იმყოფებოდნენ, მათი გათავისუფლების თაობაზე მოლაპარაკებებში ევროკავშირის მისია იყო ჩართული. 

 

როგორც ნეტგაზეთს შინაგან საქმეთა სამინისტროს საინფორმაციო-ანალიტიკური დეპარტამენტის ხელმძღვანელმა, დავით სუჯაშვილმა განუცხადა, ერთ–ერთი დაკავებული, მალხაზ ვანიშვილი დავით ვანიშვილის შვილიშვილია, რომელიც საოკუპაციო ხაზზე მიმდინარე პროცესის შესახებ ქართულ მედიას ინფორმაციას აწვდის და ინტერვიუებსაც ხშირად აძლევს ჟურნალისტებს.  სუჯაშვილი ვარაუდობდა, რომ მალხაზ ვანიშვილის დაკავება სწორედ დავით ვანიშვილზე ზეწოლის მცდელობას უკავშირდებოდა.

მასალების გადაბეჭდვის წესი