ახალი ამბები

იპოთეკური სესხის მქონე პირების აქცია პარლამენტთან

27 ნოემბერი, 2013 • • 1021
იპოთეკური სესხის მქონე პირების აქცია პარლამენტთან

“მოგვცენ დაბალპროცენტიანი სესხები და შეგვაძლებინონ გადახდა. შეაჩერონ გამოსახლების პროცესი, რომ ბინები შევინარჩუნოთ. ჩუქებას არ ვითხოვთ, გადავიხდით ამ თანხას,” – ამბობს თამარ ლეჟავა.


აქციის კიდევ ერთი მონაწილე ხვიჩა გედენიძე ამბობს, რომ როგორც კახეთი დააზარალა სტიქიამ, ისე დააზარალა მოსახლეობა წინა ხელისუფლებამ:

 

“ჩვენც დაზარალებულები ვართ. 80 მილიონი გაიცა კახეთში და ჩვენ, ქუთაისელებს და წყალტუბოელებს 7 მილიონი გვჭირდება. ეს თანხები თან უკან დაუბრუნდებათ, გრძელვადიანი და დაბალპროცენტიანი სესხები რომ გამოიყოს.”


“იგივე მოთხოვნები გვაქვს, რაც აქამდე გვქონდა. უნდა შეწყდეს უკანონო გამოსახლება და გაიცეს გრძელვადიანი და დაბალპროცენტიანი სესხები, რასაც შეგვპირდნენ. გარდა ამისა, უნდა დაიწყონ გამოძიება. მეპროცენტეების საქმიანობა შესასწავლია და სისხლის სამართლის საქმეებია აღსაძრავი,” – აღნიშნა ირაკლი კაჩმაზოვმა.

მასალების გადაბეჭდვის წესი