თიბისი ბანკი ინტერნეტ და მობაილბანკის მომხმარებლებს სიახლეს სთავაზობს.
8 მაისიდან 31 ივლისის ჩათვლით ვინც ინტერნეტ ან მობაილბანკში შევა ან ტრანზაქციას შეასრულებს, სხვადასხვა პრიზის მიღების საშუალება ექნება.
ყოველთვე 55,000 მომხმარებელი ინტერნეტ ან მობაილბანკში შესვლისთანავე შეძლებს აღმოაჩინოს მომენტალური საჩუქარი; 10 GB-მდე მობილური ინტერნეტი, Buyer-ის 100 ლარამდე ღირებულების ვაუჩერი, TKT.ge -ის 30 ლარამდე ღირებულების ვაუჩერი და Taxify-ით მგზავრობის 10 ლარამდე ღირებულების ვაუჩერი.
ხოლო ერთი იღბლიანი მომხმარებელი საჩუქრად მიიღებს სუპერ პრიზს – 20,000 ლარს.
მომენტალური საჩუქრის მისაღებად საჭიროა:
[checklist]
- შეხვიდეთ ინტერნეტ ან მობაილბანკში და დაელოდოთ სმს შეტყობინებას, რომლითაც გაიგებთ, მიიღეთ თუ არა მომენტალური საჩუქარი.
- მომენტალური საჩუქრის შემოწმება შესაძლებელია თვის განმავლობაში ორჯერ, ინტერნეტ ან მობაილბანკში პირველი შესვლისას და პირველი ტრანზაქციის შესრულებისას.
[/checklist]
სუპერ პრიზის 20, 000 ლარის შესამოწმებლად:
[checklist]
- 30 ივლისის ჩათვლით ინტერნეტ ან მობაილბანკით შეასრულეთ ნებისმიერი ოპერაცია და ჯამში შეაგროვეთ 30 ტრანზაქცია.
- 31 ივლისს დაელოდეთ სმს შეტყობინებას, საიდანაც გაიგებთ მიიღეთ თუ არა საჩუქრად 20,000 ლარი.
[/checklist]
კამპანიის შესახებ დეტალური ინფორმაციის მისაღებად მიყევით ბმულს
მათ, ვინც ჯერ არ სარგებლობს ინტერნეტ ან მობაილბანკით, თიბისი სთავაზობს სწრაფ და მარტივ ონლაინ რეგისტრაციას ვებ-გვერდზე www.tbconline.ge








