როგორც კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრმა გურამ ოდიშარიამ “ნეტგაზეთს” განუცხადა, იგი გადაღლილობის გამო შვებულებაში დღეს გავიდა, ხოლო გავრცელებული ინფორმაცია სიმართლეს არ შეესაბამება.
“შვებულებით არ მისარგებლია შარშან. დილით, ათ საათზე სამსახურში რომ მოვდივარ, ღამის 12 საათამდე არ გავდივარ. ასე რომ, რამდენიმე დღე მინდა რომ დავისვენო. ოფიციალური შვებულება 11 აპრილამდე მაქვს, მაგრამ ადრე გამოვალ- ასე, მარტის ბოლოს. მინდა ჩემს აგარაკზე, ბულაჩაურში განვმარტოვდე და რაღაც-რაღაცები დავწერო… ვბრუნდები, ოღონდ უფრო დასვენებული და ახალი იდეებით სავსე, იმიტომ, რომ მე საშუალებაც არ მქონდა თუნდაც პატარა წერილები მეწერა, გაზეთებისთვის პასუხი გამეცა. ამ დღეებში უფრო მოვიცლი”,- განაცხადა გურამ ოდიშარიამ
მინისტრის თქმით, იგი შვებულების პერიოდში კულტურის სამინისტროს პოლიტიკასა და სამომავლო გეგმებზე იფიქრებს. ოდიშარია ამბობს, სამინისტროს 83 სსიპ აქვს და მთელ ენერგიას შეხვედრებში ხარჯავდა.
კულტურის მინისტრის მოვალეობას მინისტრის მოადგილე ალექსანდრე მარგიშვილი ასრულებს.