ახალი ამბები

ჰაერის ტემპერატურა თბილისში უახლოეს დღეებში +30 გრადუსს მიაღწევს

4 მაისი, 2018 • 2167
ჰაერის ტემპერატურა თბილისში უახლოეს დღეებში +30 გრადუსს მიაღწევს

გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 4-7 მაისს საქართველოში შენარჩუნებული იქნება ჰაერის მაღალი ტემპერატურა, რომლის ფონზე საქართველოს ზოგიერთ რაიონში მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა და ელჭექი.(ძირითადად ღამისა და საღამოს საათებში).

ტემპერატურა დაბლობსა და ბარში +26, +31, მთაში +24, +29, შავი ზღვის სანაპირო რაიონებში კი +20, +25 გრადუსია მოსალოდნელი.

4-7 მაისს განსაკუთრებით დაცხება თბილისში. ღამისა და საღამოს საათებში, შესაძლოა, ხანმოკლე წვიმა ელჭექით აღინიშნოს. ჰაერის ტემპერატურა +28, +30 გრადუსის ფარგლებში იქნება.

მასალების გადაბეჭდვის წესი