ახალი ამბები

პრემიერი: ‘დელტა’ 2018 წლიდან სახანძრო მანქანების წარმოებას დაიწყებს

3 მაისი, 2018 • 1808
პრემიერი: ‘დელტა’ 2018 წლიდან სახანძრო მანქანების წარმოებას დაიწყებს

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა განაცხადა, რომ წელს “დელტა” ავსტრიულ კომპანია “როზენბაუერთან” თანამშრომლობით სახანძო მანქანების წარმოებას დაიწყებს.

დღეს, 3 მაისს, მთავრობის ხდომაზე გიორგი კვირიკაშვილმა განაცხადა, რომ შეთანხმებას მიაღწიეს ავსტრიულ კომპანია „როზენბაუერთან”.

“დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენ უკვე მალე, რამდენიმე თვეში გვექნება პირველი ეგზემპლარები და წლის ბოლომდე, პრაქტიკულად, უნდა გვქონდეს გამართული წარმოება ასეთი ტიპის მანქანების”, – განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.

პრემიერის თქმით, დელტას მიერ აწყობილი სახანძრო მანქანები „პიკაპის“ ჩონჩხზე იქნება წარმოებული, რომლებიც კომპანია „როზენბაუერის“ აპარატურით და მოწყობილობით აღიჭურვებიან.

გიორგი კვირიკაშვილმა განცხადა, რომ მთავრობა მუშაობს სამოქალაქო უსაფრთხოების სფეროს რეფორმების პაკეტზე, რომლის მიხედვითაც, ქვეყანა გადადის საგანგებო სიტუაციების მართვის სრულიად ახალ მოდელზე.

“ის ითვალისწინებს გაცილებით უფრო მეტ ჩართულობას, უფრო ეფექტურია და, ასევე, არის უფრო გამარტივებულიც”, – ამბობს კვირიკაშვილი.

პრემიერის თქმით, დეტალურად გაიმიჯნება სახელმწიფო უწყებების კომპეტენციები და საგანგებო სიტუაციების სამსახური გახდება პასუხისმგებელი და კოორდინატორი საგანგებო სიტუაციების დროს. 

კვირიკაშვილის თქმით, რეფორმების პაკეტი ითვალისწინებს მოხალისეთა სისტემას, ალტერნატიული სამხედრო სამსახურსა და კრიზისების პრევენციის მიზნით სამეცნიერო წრეების ჩართვას.

მასალების გადაბეჭდვის წესი